x
image
ციცი
Mediator image
რა ემართება თქვენს ორგანიზმს, როცა არასაკმარისი რაოდენობის წყალს ღებულობთ. განიკურნეთ ჩვეულებრივი წყლით
image
საუკეთესო საშუალება წყურვილის მოსაკლავად-ერთი ჭიქა სუფთა წყალია.
წყალი ჯანმრთელობის ბუნებრივი წყაროა, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ხშირად ავიწყდება მისი დალევა, რის გამოც ორგანიზმი ზარალდება.


გარკვეული ნიშნები რომელიც მიუთითებს, რომ თქვენ არასაკმარისი რაოდენობის წყალს ღებულობთ:


თავის ტკივილი

ადამიანის ორგანიზმი მუდმივად კარგავს სითხეს და მარილს, და სწორედ ამ მიზეზით ტვინი უფრო მგრძნობიარე ხდება, ხოლო თავი უფრო დაუცველია ტკივილის მიმართ.



დაღლილობის შეგრძნება


თუკი თქვენ საკმარისი დროის განმავლობაში გძინავთ, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში თავს სუსტად და დაღლილად გრძნობთ, თქვენი სხეული ნამდვილად განიცდის დეჰიდრატაციას ანუ გაუწყლოებას და მარტივი პრევენციული ღონისძიებების მიზნით მიიღეთ საკმარისი წყალი.


ზედმეტად მკვეთრი ყვითელი შარდი


ყვითელი შარდი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს ორგანიზმში ძალიან ბევრი ნარჩენია, რომელიც უნდა იყოს გამოდევნილი და ამაშიც საკმარისი რაოდენობის წყლის მიღება დაგეხმარებათ.


კონცენტრაციის დაკარგვა


ეს დაღლილობას მოგაგონებთ. კონცენტრაციის დაკარგვა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ თქვენს ორგანიზმს წყალი აკლია.


ტუჩების სიმშრალე


ბევრს არ ესმის, რომ გაუწყლოება დიდ გავლენას ახდენს კანზე და სხეულზე. თუკი ტუჩები გიშრებათ, შეეცადეთ გამოასწოროთ და დაიბალანსოთ წყლის რაოდენობა ორგანიზმში.


საჭმლის მონელების დარღვევა


კუჭ-ნაწლავის პრობლემები დაკავშირებულია ბოჭკოების და მწვანე საკვების არასაკმარის რაოდენობასთან. დღის განმავლობაში მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი და მონელების პროცესიც დაჩქარდება.


ნაოჭების გაჩენა


ნაოჭები და კანის ნაადრევი დაბერება იმის ნიშანია, რომ თქვენს ორგანიზმს წყალი აკლია. ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმი მეტ სითხეს კარგავს. დააბალანსეთ ასაკთან ერთად სითხის მიღება.


ყაბზობა


წყალი ეხმარება საკვების ნარჩენებს გადაადგილდეს ნაწლავებისკენ, მაგრამ თუ საკმარისი რაოდენობის სითხეს არ შეიცავს თქვენი ორგანიზმი, ეს პროცესი რთულდება და ჯანმრთელობისთვის რისკს შეიცავს. ამ პრობლემის მოგვარებაში უბრალო წყალი დადაგეხმარებათ.




იხილეთ აგრეთვე:




# როგორ გავიწმინდოთ ორგანიზმი ბრინჯით. ტიბეტელი ბერების საიდუმლო

#საუკეთესო საშუალება, რომელიც სისხლდენას 10 წამში შეგიჩერებთ

#როცა კი არ ვეხმარებით, არამედ ზიანს ვაყენებთ. შეცდომები, რომელსაც პირველადი დახმარების დროს ვუშვებთ

#ნაოჭების საწინააღმდეგო ნატურალური ნიღაბი-ბოტოქსის შემცვლელი

#სულ რაღაც 15 წუთში ეს სამი ინგრედიენტი სამუდამოდ მოგაშორებთ თმას სახიდან!

#როგორ დავაღწიოთ თავი ხვირვნას

#რძეში მოხარშული ნიორი უამრავი დაავადებისგან გიხსნით!

#შეუთავსებელი პროდუქტები- რა უნდა გავითვალისწინოთ კვების დროს

#ბანანის ცხიმისმწველი კოქტეილი. შედეგი გაგაოცებთ!

#თქვენ ამის შემდეგ აღარ გადაყრით ლიმონის ცედრას!

#ეფექტური ნიღაბი თმის ძირების გასამაგრებლად

#როგორ მოვამზადოთ იდეალური შესქელებული რძე 15 წუთში

0
1201
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0