სისხლის სამართალი როგორ გამოაშკარავეს მშობლებმა სერიული პედოფილი 2016, 21 დეკემბერი, 18:29 დაახლოებით ერთი თვის წინ სან-პაულოში უცნობმა ადამიანმა 11 წლის გოგონას გაუგზავნა თავისი პენისის ფოტო თან დართული მისალმებით..გოგონა შეშინდა და მომხდარი ფაქტი დაუყონებლივ მშობლებს აცნობა.გოგონას დედინაცვალი არ დაიბნა და და გადაწყვიტა თვითონ გაგრძელებინა ინტერნეტით საუბარი უცნობ მამაკაცთან და სააშკარაოზე გამოეყვანა იგი. ქალმა მამაკაცთან საუბარი დამოუკიდებლად გააგრძელა ბავშვის სახელით. ვისთან ერთად ხარ პატარა პრინცესა? მარტო ვარ
საძინებელში
შენ რა ქენი, წაშალე ფოტო ჩემო ანგელოზო?
კი წავშალე.
ცოტა ხნის საუბარის შემდეგ უცნობი გათავხედდა და "გოგონას" შემდეგი მიწერა:
შენ შიშველმა უნდა გადაიღო ფოტო
არ ვიცი როდის
მრცხვენია
მაშინ მარტო ტრუსებში
არ ვიცი, ადრე არასდროს გამიკეთებია.
რამდენიმე დღიანი საუბრის შემდეგ ბავშვის მამა და დედინაცვალი შეხვედრაზე შეთანხმდნენ, "პაემანის" დრო და ადგილი, რომელიც ბავშვის სახელით იყო განხორციელებული პოლიციას აცნობეს, რომელიც შორიახლოს უნდა ყოფილიყო ჩასაფრებული და პედოფილი ადგილზევე აეყვანათ, მაგრამ გეგმა ოდნავ სხვა გზით წარიმართა.
დანიშნულ ადგილზე შეამჩნიეს ახალგაზრდა მამაკაცი და მშობლები მისკენ ნაჩქარევად გაეშურნენ, სანამ პოლიცია აზრზე მოვიდოდა დედინაცვალმა ცნობისმოყვარე გამვლელების კითხვას სიტყვა "პედოფილით" უპასუხა...
დაახლოებით 10 კაცი ერთად სცემდა ახალგაზრდა კაცს, გოგონას მამას უნდოდა შეეჩერებინა აგრესია, მაგრამ უშედეგოდ, ამასობაში პოლიციაც მოცვივდა, თუმცა 28 წლის მაგრად ნაცემი მამაკაცი, რომლის გვარიც არ ხმაურდება ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად რამდენიმე მობილური ტელეფონი, სიმ-ბარათები და გროვა პრეზერვატივები ამოიღეს, როგორ ირკვევა "ეს "რანდევუ" პირველი არ იყო პედოფილისთვის და იმედია უკანასკნელი იქნება.
1023 9-ს მოსწონს 2-ს არა
|