x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138413
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
117 წლის ქალბატონი ხანდაზმულობის საიდუმლოს ამხელს

image


იტალიელმა ემა მორანომ, რომელმაც 117-ე დაბადების დღე აღნიშნა, თავისი ხანდაზმულობის საიდუმლო გაამჟღავნა. მისი სიტყვებით, — 90 წლის მანძილზე, მხოლოდ 3 კვერცხს (ორი უმი და ერთი მომზადებული) და იტალიურ პასტას (მაკარონი) მიირთმევდა. ხოლო ბოლო წლებში, მისი რაციონი კიდევ უფრო შემცირდა: «მე მხოლოდ 2 კვერცხს ვჭამ. თუმცა არა, კიდევ «პეჩენიას»… მაგრამ ცოტას, რადგან კბილები არა მაქვს», — ყვება ემა.
მისი საყვარელი «პეჩენია» საზეიმო სუფრაზეც იყო. მაგრამ, სუფრის მთავარი მშვენება, რა თქმა უნდა, ტორტი იყო, სამი სანთლით, რომლებიც იუბილარმა მორიგეობით ჩააქრო.
— იმედი მაქვს, ტორტის გაჭრას არავინ აპირებს. რადგან, მე ის მთლიანად უნდა შევჭამო, — იხუმრა ემამ.
ამ მომენტისთვის, ემა მორანო, ოფიციალურად ცნობილი, ყველაზე ხანდაზმული ადამიანი არის დედამიწაზე. ის XIX საუკუნეში დაბადებული უკანასკნელი ადამიანია.

ემა 1899 წლის 29 ნოემბერს დაიბადა. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მას I მსოფლიო ომიც ახსოვს და როდესაც ტელევიზორი გამოიგონეს, 28 წლის იყო. როგორც თავად ამბობს, მისი ცხოვრება ადვილი არ ყოფილა. ცოტა ხნის წინ, The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან თქვა, რომ მას შემდეგ, რაც I მსოფლიო ომში შეყვარებული დაკარგა, მოკვლის მუქარით, 26 წლის ასაკში, იძულებით გათხოვდა კაცზე, რომელიც არ უყვარდა. მტანჯველი ქორწინება 13 წელს გაგრძელდა, რომლის დროსაც ის არაერთხელ გამხდარა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. ხოლო მცირე ასაკში, მისი ერთადერთი ვაჟის გარდაცვალების შემდეგ, ქალი სახლიდან გაიქცა და 65 წლის ასაკამდე ჯუთის ტომრების მწარმოებელ ფაბრიკაში მუშაობდა. შემდეგ პენსიაზე გავიდა და უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, თავისი პატარა ბინა არ დაუტოვებია.

ეხლა, მიუხედავად იმისა, რომ მხედველობა თითქმის დაკარგა, პრობლემები აქვს სმენასთან და მეტყველებასთან დაკავშირებით, ნათელი გონება აქვს და ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს. და რაც ყველაზე მეტად საგულისხმოა, სტუმრებსაც რეგულარულად იღებს.
— მე სპეციალურად არავის ვეპატიჟები, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც რატომღაც ჩემი ნახვის სურვილი აქვთ, მუდმივად ჩამოდიან იტალიის სხვადასხვა ქალაქებიდან, ამერიკიდან, შვეიცარიიდან, ავსტრიიდან... და მე მათ ვღებულობ, — ამბოს ქალბატონი მორანო.
ექიმი კარლო ბავა, რომელიც იტალიელი ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკვე წლებია რაც აკვირდებ, მის აზრს დიეტასთან დაკავშირებით არ იზიარებს და ამბობს, რომ ემა მორანოს ხანდაზმულობა მის გენეტიკას უკავშირდება და არა დიეტას.

0
1450
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1450
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0