ახალშობილი დუნდუნის (ჩინეთი) პროვინციიდან

დუნდუნის პროვინციის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალი ლუ საოიანი ცხოვრობდა. უახლოესი საავადმყოფო სოფლიდან რამოდენიმე კილომეტრში იყო და ამიტომ, ფეხმძიმობის მიმდინარეობაზე სამედიცინო დაკვირვება არ ხდებოდა. დაახლოებით მეოთხე თვეზე, ლუს მშობიარობა დაეწყო და როგორც იქ მყოფებმა ივარაუდეს, გოგონა მკვდარი დაიბადა – მას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.
მშობიარობის შემდეგ, ქალი ცუდად გახდა და მეუღლემ საავადმყოფოში წაიყვანა. იმ დროს, როდესაც ლუ უახლოეს სამედიც პუნქტში მიჰყავდათ, დედამისი გარდაცვლილ ბავშვს მარხავდა. თუმცა, საავადმყოფოში გაირკვა, რომ ბავშვი ოთხი კი არა, ექვსთვიანი დაიბადა და რომ მას გადარჩენის შანსი ჰქონდა და ექიმებმა ახალშობილის მიყვანა მოითხოვეს. ლუს მეუღლე სახლში დაბრუნდა, ამოთხარა გოგონა და საავადმყოფოში წაიყვანა. საკვირველია, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
ბავშვი ტიან დონგიდან (ჩინეთი)

ეს საშინელი ისტორია 2015 წლის მაისში მოხდა, სამხ. ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში. ქალს, რომელიც სასაფლაოს მახლობლად მცენარეებს აგროვებდა, სასაფლაოს მხრიდან, ბავშვის ტირილის სუსტი ხმა შემოესმა. შეშინებულმა, მაშინვე პოლიცია გამოიძახა. სწორედ მათ აღმოაჩინეს საფლავებს შორის, ცოცხლად დამარხული ბავშვი. პატარა ბიჭუნა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც უმკურნალეს და სულ მალე, გამოჯანმრთელდა კიდეც.
მომხდარ ფაქტზე ძიება დაიწყო, რომლის მსვლელობის დროს, გაირკვა რომ მშობლებმა არ ისურვეს კურდღლის ტუჩით დაბადებული ბავშვის გაზრდა. მათ ახალშობილი მუყაოს ყუთში ჩააწვინეს და სასაფლაოზე დატოვეს. რამოდენიმე დღის შემდეგ, სასაფლაოზე ოჯახის ნათესავები მივიდნენ. იფიქრეს, ბავშვი უკვე მკვდარი იქნებაო, იქვე პატარა ორმო ამოთხარეს, ყუთი ჩადეს და მიწა მიაყარეს. ბავშვმა მიწის ქვეშ რამოდენიმე დღე გაატარა და მხოლოდ იმის წყალობით გადარჩა, რომ ყუთი მიწის ზედაპირთან ახლოს იყო და ჟანგბადი და წყალი მუყაოში ადვილად აღწევდა. პოლიციელები, რომლებმაც ახალშობილი აღმოაჩინეს, ამბობდნენ, რომ როდესაც ბავშვი იპოვეს, ის ახველებდა და პირიდან მიწიანი წყალი ამოსდიოდა.
ჩვილი კომპტონიდან (აშშ)

2015 წლის ნოემბერში, 2 ქალბატონი კომპტონის (პატარა ქალაქი კალიფორნიაში) პარკში სეირნობდა. უეცრად, მათ ბავშვის ტირილის ხმა გაიგონეს, რომელიც თითქოს მიწის ქვემოდან მოდიოდა. მათ მაშინვე პოლიციას შეატყობინეს.
ადგილზე მისულმა პოლიციელებმა მიწა ამოთხარეს და იქიდან ახალშობილი ამოიყვანეს, რომელიც დაახლოებით 2 დღის თუ იქნებოდა. საბედნიეროდ, ყველაფერი ოპერატიულად განხორციელდა და ბავშვის გადარჩენა მოხერხდა.
ამ საშინელ ისტორიაში, კიდევ ერთი რამე იქცევდა ყურადღებას: ბავშვი იმ საავადმყოფოს პლედში იყო გახვეული, რომელშიც ამ ქვეყანას მოევლინა და სამართალდამცველებმა ადვილად დაადგინეს მისი დედის ვინაობა. ქალი მაშინვე დააკავეს, ბავშვის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

ახალშობილი გადააგდეს და ის მოკვდებოდა, რომ არა...
პეკინში ახალშობილი გოგონა საკანალიზაციო მილიდან ამოიყვანეს
ძველ რომში ახალშობილის მკვლელობა დანაშაულად არ ითვლებოდა