პროზა დისნეის 10 ზღაპარი, რომელსაც საფუძვლად ტრაგიკული ისტორია უდევს 2016, 23 დეკემბერი, 10:56 თუ დავუჯერებთ უოლტ დისნეის მულტიპლიკაციურ ფილმებს, ყველა კლასიკურ ზღაპარს ბედნიერი დასასრული აქვსა. ეს არის საყვარელი, მოლაპარაკე ცხოველების, კეთილი ფერიების და სიყვარულის სამყარო. მაგრამ, არის თუ არა ეს ყველაფერი ორიგინალში? სინამდვილეში, ამ ზღაპრების პირველად ვერსიებში, რომლებსაც გულმოდგინედ აგროვებდნენ ფოლკლორისტები შარლ პერო და ძმები გრიმები, ეს ისტორიები ბევრად უფრო ბნელი და საშინელი იყო. «კონკია» — სისხლიანი ზღაპარი დისნეის ვერსიაში, თავიდან კონკიას დედინაცვალი აწამებს. შემდეგ, ის მეჯლისზე მიდის და იქ პრინცს ხვდება. მაგრამ, შუაღამემდე სახლში გამორბის და გზაში ფეხსაცმელს კარგავს. პრინცი მას ამ ფეხსაცმლით პოულობს, მასზე ქორწინდება და ცხოვრობენ დიდხანს და ბედნიერად. ამ ზღაპრის შარლ პეროს ვერსიაში, როდესაც პრინცი კონკიას სახლში მივიდა, დედინაცვალმა თავის ორ ქალიშვილს უბრძანა, ფეხებზე თითები მოეჭრათ და ფეხსაცმელი ჩაეცვათ. მაგრამ ამ ხრიკმა არ გაჭრა და კონკია პრინცზე მაინც გათხოვდა. მაგრამ, დედინაცვლის შვილების ისტორია მხოლოდ თითების მოჭრით არ დასრულებულა — ქორწილის დროს, მათ ფრინველებმა თვალები გამოკორტნეს. «მძინარე მზეთუნახავი» — საერთოდ არ არის საბავშვო ისტორია მულტიპლიკაციურ ფილმში პრინცესა თითს თითისტარით იზიანებს და მუდმივ ძილს ეძლევა. გულადი პრინცი მას კოცნის და ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობენ. ჯამბატისტა ბაზილეს ორიგინალურ ვერსიაში, ავრორამ კოცნით კი არა, ტყუპების გაჩენის შემდეგ გაიღვიძა, რომლებიც უკვე ქორწინებაში მყოფი პრინცისგან შეეძინა. როდესაც ის სასახლეში ბავშვებთან ერთად მივიდა, პრინცის ცოლმა გერების მოკვლა განიზრახა. მაგრამ, მეფემ ის შეაჩერა და ავრორა საკუთარ შვილზე დააქორწინა. ავრორა გათხოვდა კაცზე, რომელმაც ის ძილში გააუპატიურა. «მზეთუნახავი და ურჩხული» დისნეის ვერსიაში, ურჩხული ბელს იტაცებს და ის ჯადოსნურ სასახლეში ცხოვრობს, მოლაპარაკე ჭურჭელთან და ავეჯთან ერთად, ვიდრე ურჩხულის სულის სილამაზეს არ დაინახავს. შეყვარებული გოგონა კოცნის მას, რადგან ფიზიკური სილამაზე მისთვის არაფერს ნიშნავს და ურჩხულს ჯადოსგან ათავისუფლებს. გაბრიელ-სუზან ბარბოტ დე ვილენევის (Gabrielle-Suzanne Barbot de Villeneuve) ორიგინალური ვერსიის მიხედვით, ბელი სთხოვს ურჩხულს, ერთი კვირით სახლში გაშვებას, ოჯახის წევრების მოსანახულებლად. როდესაც მისმა დებმა გოგონაზე დიდი რაოდენობით სამკაული დაინახეს და მდიდრულ სასახლეში, მისი ფუფუნებაში ცხოვრების ამბავი მოისმინეს, ის დაარწმუნეს, რომ უფრო მეტი ხნით დარჩენილიყო სახლში, იმ იმედით, რომ ურჩხული გაბრაზდებოდა და ბელს შუაზე გაგლეჯდა. «ქალთევზე» — სინამდვილეში ტრაგიკული ისტორია არის დისნეის არიელი, ზღვის მეფის შვილი არის. ის საკუთარ ხმას ფეხებში ცვლის და სანაპიროსკე მიცურავს, რომ საკუთარი სიყვარული იპოვოს. მას პრინცი ერიკი უყვარდება და ისინი ერთად კლავენ ბოროტ კუდიანს, რომელთანაც ქალთევზას გარიგება ჰქონდა დადებული. და ამის შემდეგ, ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ. ჰანს კრისტიან ანდერსენის ორიგინალურ ვერსიაში, ქალთევზასა და კუდიანს შორის დადებულ გარიგებაში, ეწერა რომ ახალი ფეხები არიელს მუდმივად ეტკიებოდა, ისე როგორც დანის პირზე სიარულისას ეტკინებოდა ადამიანს. და იმის გამო, რომ ტკივილი და მომხიბვლელობა ერთმანეთს ცუდად ეწყობა, პრინცი სხვა გოგონაზე დაქორწინდა. ხოლო არიელი ზღვაში გადახტა და ქაფად იქცა. ცხოვრებაში მულანი ომს აგებს დისნეის მულანი — არის გოგონა კალიით და დრაკონით და თავს კაცად ასაღებს, რომ ჩინეთის არმიაში ჩაეწეროს და მტერს შეებრძოლოს. გამბედაობის გამოჩენის და ომის მოგების შემდეგ, სახლში ბრუნდება, რომ თავის კალიას ეთამაშოს.
რაპუნცელი სინამდვილეში უსინათლო პრინცს გაჰყვა ცოლად მულტიპლიკაციურ ვერსიაში რაპუნცელი — კოშკში გამოკეტილი, მშვენიერი პრინცესა არის, გრძელი ღია ფერის თმით. ერთხელ ის ავაზაკს გაიცნობს და მასთან ერთად უამრავი თავგადასავალი გადახდა თავს, რომლებიც ორიგინალურ ვერსიაში ნახსენები არ არის.
პოკაჰონტასს თითქმის არანაირი ურთიერთობა არა ჰქონდა ჯონ სმიტთან
კვაზიმოდომ ვერ გადაარჩინა ბოშა ქალი და... მულტიპლიკაციურ ვერსიაში, კვაზიმოდოს შეუყვარდა ბოშა ქალი და ის სიკვდილისგან იხსნა.
რომანის ფინალურ სცენაში, მოთხრობილია იმის შესახებ, რომ წლების შემდეგ, ბოშა ქალის აკლდამაში ორი ჩონჩხი აღმოაჩინეს. ამასთან, ერთი მეორეს ეხვეოდა. ეს ჩონჩხები ესმერალდას და კვაზიმოდოს ეკუთვნოდა და როდესაც მათი დაშორება სცადეს, კვაზიმოდოს ჩონჩხი მტვრად იქცა. პინოქიო ნამდვილი ბიჭუნა ვერ გახდა დისნეის ზღაპარში, პინოქიო მოხუცი დურგლის შვილი არის, რომელსაც ყოველთვის უნდოდა ვაჟი ჰყოლოდა. ამიტომ, ის მორისგან გამოთალა. სკოლიდან სახლში მიმავალი პინოქიო ხიფათში აგდებს მამას, ხოლო შემდეგ გადაარჩენს მას და ნამდვილი ბიჭი ხდება. კარლო კოლოდის ორიგინალურ ვერსიაში, პინოქიო გაჩენის დღიდან ძალიან ცუდად იქცევა — ის მატყუარა და უქნარა არის. ამიტომ, «კატამ და მელიამ ხელები შეუკრეს ზურგს უკან, თავზე ყულფი ჩამოაცვეს და ხის ტოტზე ჩამოკიდეს. საწყალი ხის თოჯინა ყველანაირად ცდილობდა თავი დაეხსნა, მას კი ქარი აქეთ-იქით აქანავებდა...» – ეს ყველა ბავშვისთვის, რომელიც მშობლებს არ უჯერებს, ჭკვის სასწავლებელი იქნება, ფიქრობდა ავტორი. მაგრამ, ნაწარმოები ვიდრე წიგნის სახით გამოიცემოდა, გაზეთში იბეჭდებოდა და მრავალრიცხოვანი მკითხველების თხოვნით, მწერალი იძულებული გახდა, პინოქიო «გადაერჩინა», თუმცა ამის გაკეთება არ უნდოდა.
მაუგლიმ გენოციდი მოაწყო დისნეის ვერსიაში — ბიჭს, რომელიც მშობლებმა ჯუნგლებში დატოვეს, დათმა და პანტერამ გაუწიეს მფარველობა. ისინი მას ჯუნგლებში ცხოვრების წესებს და სიმღერებსაც კი ასწავლიდნენ.
1140 14-ს მოსწონს |
ძალიან სანტერესო სტატიაა