x
image
სოფა
მამაჩემი
image
რაც დავიბადე მას შემდეგ მახსოვს მამაჩემი. იმ დროიდან მიყვარდა. ხშირად მახარებდა, მტუქსავდა, მიბრაზდებოდა ხოლმე. ჩვეულებრივად მიყვარდა, ისე როგორც ყველა შვილს უყვარს თავისი შემქმნელი მამა. მამა ყოველთვის ხუმარა, გამრჯე და ენაკვიმატი ადამიანი იყო. ისეთ რაღაცას ეტყოდა ადამიანს, რომ გული შეგეკუმშებოდა სიცილით. -“ისეთი ბავშვი ვყოფილვარ ჩაყლაპვა მოგინდებოდა ჩემიო"- იტყოდა ხოლმე და მეღიმებოდა.მისი სურათებიდან ერთი ჩვეულებრივი ბავშვი იყურებოდა. ცოტა დიდ ცხვირა, ჭორღა თვალებით და კეთილი ღიმილით.

ჯაჯღანიც უყვარდა - უმიზეზოდ თუ მიზეზიანად. ხშირად ბუზღუნებდა - მე რომ არ ვიყო რა გეშველებათო. მაშინ ამაზე არ ვფიქრობდი. ან რატომ უნდა მეფიქრა? ადამიანები ხომ ცოცხლობენ დიდხანს და ბედნიერად...

ზამთრის ცივი საღამო იყო. დეკემბერი.. ეს თვე ყოველთვის მიყვარდა. ჩემი საახალწლო სამზადისი დეკემბრის დადგომისთანავე იწყებოდა.

იმ დღეს სხვანაირად ციოდა.სხვა დეკემბერი იდგა. სხვანაირად მეწვოდა გული. დედას დავურეკე. მითხრა კარგად ვართ მამაშენი სამსახურში დარჩა ამაღამ არ მოვა სახლშიო. კარგი, ამ დღეებში ჩამოვალთქო ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე. ღუმელი ქვრებოდა და


გარეთ ფიჩხზე გავედი.უკან დაბრუნებისას ტელეფონის ზარი შემომესმა.სწრაფად მივირბინე და ვუპასუხე...

მამას დაულევია მეგობრებთან ერთად. სხალში წამოსული კი სახლამდე ვეღარ მისულა...

ახლა, როცა იმ დღეს ვიხსენებ მხოლოდ ერთი კადრი მახსოვს - მამის დიდი გამრჯე ხელი ჩემს წვრილ თითებში და მისი ჭორღა, ცრემლებ ჩამდგარი, უაზრო მზერა. ისე წავიდა ვერაფერი თქვა...

ახლა 25 წლის ვარ და ასე მგონია ჩემი ცხოვრება გავლიე. მგონია უსულოდ დავდივარ იმ მიწაზე, სადაც ჩემს საყვარელ მამას უვლია. დიდ სახლში კი ჩემი შავებში ჩაცმული დედა და უამრავი მოგონება ცხოვრობს.

ისევ დეკემბერია. სამზადისია ისევ საახალწლო, სხვებისთვის. მეც ველოდები... ველოდები იმ დღეს, როცა მამაჩემის სიცოცხლე ჩემს ხელებში ჩაილია და გაქრა.

0
133
3-ს მოსწონს
ავტორი:სოფა
სოფა
133
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0