x
image
დათო შაროვი
ხველა და მისი განკურნების გზები
image

ხველის დანიშნულებაა სასუნთქ გზებში გარედან მოხვედრილი უცხო ნივთიერების ან

სხეულის, აგრეთვე იქ დაგროვილი ლორწოს მოცილება.ხველის აქტი ასე ხორციელდება:

ღრმად ჩასუნთქვის შემთხვევაში მბგერავი იოგები ყიას ხურავენ, შემდეგ გულმკერდის


კუნთები სწრაფად იძაბება და ყია მცირედ იღება, რასაც თან მოსდევს ჰაერის მძლავრი

ნაკადის ამოსროლა. ხველა ჯანმრთელ ადამიანებსაც აქვთ.

ხველას ორ ჯგუფად ყოფენ იმის მიხედვით, ამ დროს გამოიყოფა თუ არა სისველე. თუ

არ გამოიყოფა, მაშასადამე ხველა მშრალია. თუ გამოიყოფა სველი.


მშრალი ხველა ხშირად ღამით ხდება, ამიტომ გონივრული იქნება, საწოლთან თერმოსით

თბილი წყალი დაიდგათ. კარგი ალტერნატივაა ჩაისა და რძის ნარევი, ასევე ხახვი

წვრილად დაჭერით, 1-2 ჩაის კოვზი შაქარი დააყარეთ ან თაფლი შეურიეთ და ღამით

დატოვეთ. მეორე დღეს ეს ყველაფერი მიირთვით. მწიფე ბანანი დასრისეთ და მასში

ცხელი, ტკბილი წყალი ჩაასხით (2 ბანანზე 1 ჭიქა წყალი და 2 კოვზი შაქარი). ეს

ნარევი აუცილებლად ცხელი დალიეთ.


სველი ხველა ბუნების მეტად სასარგებლო გამონაგონია. ამ დროს ნახველთან ერთად

უამრავ მიკრობს ამოვახველებთ და ამდენად სასუნთქ გზებს გავანთავისუფლებთ.

თქვენი მოვალეობაა, ხველა კიარ ჩაახშოთ, არამედ შეამსუბუქოთ. ამისათვის საჭიროა:

1. მუკოლიტები. ისეთი წამლები რომლებიც ნახველს ათხელებენ.

2. ამოსახველებელი პრეპარატები, რომლებიც ამოხველებას უწყობენ ხელს.

3. დამწვარი შაქარი. კოვზზე შაქრის ფხვნილი დაყარეთ, წყალი დააწვეთეთ და ცეცხლზე

დაიჭირეთ. წამალიც მზადაა.


საგანგაშოა სისხლიანი ხველა , რადგან იგი შეიძლება აღმოცენდეს სერიოზული დაავა-

დებების- ტუბერკულოზის, ექინოკოკის, ქრონიკული ბრონქიტის, ზოგჯერ კი ფილტვის

სიმსივნის ნიადაგზე. ამიტომ ხველის მიზეზების დასადგენათ ავადმყოფმა დროზე უნდა

მიმართოს ექიმს, რომელიც ძირითადი დიაგნოზის და ხველის მექანიზმის გარკვევის

შემდეგ შესაფერის მკურნალობას დანიშნავს.


P.S. თუ მოგეწონათ სტატია გაუზიარეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს.


0
312
8-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0