x
image
ზურა7
10 წუთში მოსამზადებელი შოკოლადის ნამცხვარი კვერცხის , კარაქისა და რძის გარეშე
ალბათ ყველას გიოცნებიათ ისეთი ნამცხვრის რეცეპტი გქონოდათ, რომელიც სწრაფად და ნაკლები პროდუქტების გამოყენებით მზადდება. განსაკუთრებით კარგია ეს რეცეპტი მათთვის ვისაც ნაკლები დრო რჩება სამზარეულოში ფუსფუსისათვის. ამ ნამცხვრის მომზადებას მხოლოდ 10 წუთი სჭირდება ხოლო გამოცხობას 35 წუთი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად და იაფად მოსამზადებელი ნამცხვრის რეცეპტი.

image

თქვენ დაგჭირდებათ:

1) 1\2 ჭიქა ფქვილი


2) 3 ჩაის კოვზი კაკაო

3) 1 ჭიქა შაქარი

4) ცოტაოდენი მარილი

5) 1ჩაის კოვზი სოდა

6) 1 ჩაის კოვზი თეთრი ძმარი

7) 1 ჩაის კოვზი ვანილის ექტრაქტი ან ვანილი

8) 5 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი

9) 1ჭიქა წყალი


მომზადება:

აურიეთ მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შემდეგ გააკეთეთ მიღებულ ნარევში 3 "ორმო"

(ჩაღრმავებული ადგილი) და თითო ადგილას ჩაასხით ძმარი, ვანილი და ზეთი შემდეგ აურიეთ კარგად და დაამატეთ წყალი და განაგრძეთ მორევა და შემდეგ შედგით ღუმელში 35 წუთით. გემრიელად მიირთვით...

image




0
890
3-ს მოსწონს
ავტორი:ზურა7
ზურა7
890
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0