x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
როგორ ხვდებიან ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში?!

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახალ წელს საინტერესო რიტუალებით ხვდებიან. ადამიანები როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში, უკეთესი წლის დადგომას ნატრობენ. ვნახოთ როგორ ხდება ახალი წლებისთვის მზადისი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში...


image




ახალ წელს იაპონელები, ეზოებზე სხვადასხვა ფერის თოკებს კიდებენ და ახალი წლის მოლოდინში ჩვენი დროით 23:58 და 23:59 საათებზე სიცილ-ხარხარით ხვდებიან, რათა ოჯახი ბოროტი სულებისგან გაანთავისუფლონ...

image



ჩინეთშიც მსგავსი რიტუალი ტარდება, ახალი წლის მოახლოვებისას, ჩინეთის მოქალაქეები სახლებს ეგრედწოდებულ "უბორკას" უკეთებენ და ბავშვებს წითელ კონვერტებში ფულს ურიგებენ...

image



შვეიცარიის მოქალაქეები ახალ წელს ახალი კოსტიუმებით ხვდებიან, რათა ძველი ყველაფერი ძველ წელში დატოვონ...

image



ჰოლანდიაში ძველი წლის ბოროტი სულების განდევნის რიტუალი ცოტა არიყოს არაკანონიერია, მაგრამ ჰოლანდიელები ამას ყოველწლიურად აკეთებენ. ისინი 31 დეკემბერს ნაძვის ხეს წვავენ.

image



ჩილეში ახალი წლის ღამეს ყველა ჭამს თითო კოვზ შეჭამანდს, რათა ახალი წელი იყოს წარმატებული და ბედნიერების მომატანი წელი...
image



სამხრეთ აფრიკაში, თითქმის ყველა მოქალაქე ძველ ავეჯს "ფანჯრიდან" ყრის და ახალს ყიდულობს, რათა ახალი წელი ყოველივე კარგის მომტანი წელი იყვეს...

image



ბელარუსიაში გასათხოვარ გოგონებს წინ სიმინდს დაუყრიან და უშვებენ მამალს. მამალი პირველად რომელ გოგონასაც მიუახლოვდებავა, ის დანარჩენებთან შედარებით უფრო ადრე გათხოვდება...

image



ესპანეთში ახალ წელს, ზუსტად 00:00 საათზე ყველა ესპანელი 12 ცალ ყურძნის მარცვალს ყლაპავს და სურვილებს ჩაიფიქრებენ ხოლმე, რიტუალის თანახმად,
ყოველი სურვილი წელიწადის თითო თვეზე აუცილებლად ახდება...

image



დანიაში ძველ თეფშებს ეზოში ამტვრევენ, რათა ბოროტი სულები ახალ წელიწადში ოჯახს არ მიეკაროს...

image



საქართველოში ყველა კეთილი სურვილებით ველოდებით ახალ წელს, მაგრამ სამწუხაროდ რატომღაც არ გვიმართლებს...

image



სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

image





1 -მდიდარი ახალგაზრდების, გაბრწყინებული ცხოვრება საბერძნეთიდან!

2 -ბრიტანეთის გათამამებული და მდიდარი ახალგაზრდები, ნახეთ როგორ ერთობიან ისინი!

3 -ესეც ნიგერიის გათამამებული და მდიდარი ახალგაზრდები, როგორ ცხოვრობენ ნიგერიელი მილიონერების შვილები?

4 -დუბაის გათამამებული და მდიდარი ახალგაზრდები!

5 -დასახელდა მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქალაქები!

0
1631
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1631
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0