ანეკდოტები მაისის რჩეული ანეკდოტები 2012, 8 ივნისი, 15:11 სამი მეგობარი - ქირურგი, ინჟინერი და პოლიტიკოსი დავობენ ვისი პროფესია უფრო ძველია. ჯერ ქირურგმა თქვა: - რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიაა ყველაზე ძველი. პირველი ქირურგიული ოპერაცია ბიბლიის მიხედვით თავად ღმერთმა ჩაატარა, როდესაც ადამს ნეკნი ამოაცალა, საიდანაც ევა შექმნა. შემდეგ ინჟინერმა: - ეს მართალია, მაგრამ ამ ოპერაციამდე ღმერთმა ინჟინრული სამუშაოები ჩაატარა, როდესაც სამყარო შექმნა ქაოსისაგან. ამაზე პოლიტიკოსს გაეცინა: - მეგობრებო, კი მაგრამ, თქვენი აზრით ვინ შექმნა ქაოსი? ------------------------------------------------------------------------------- ტყეს დრაკონი დაეპატრონა. შეყარა მხეცები კრებაზე და სათითაოდ იწვევს შესაჭმელად. - დათვო, შენ ხვალ მოხვალ და შეგჭამ, გასაგებია? - გასაგებია :(. იწერს ჟურნალში - "დათვი, ხვალ მოვა სადილად." - მგელო, შენ ზეგ მოხვალ და შეგჭამ, გასაგებია? - გასაგებია :((. იწერს ჟურნალში - "მგელი, ზეგ მოვა სადილად" - კურდღელო, შენ მაზეგ მოხვალ შენ ოჯახთან ერთად და შეგჭამთ, გასაგებია? - არ მოვალ! - როგორ თუ არ მოხვალ? - აი ასე, არც ხვალ მოვალ, არც ზეგ დ არც არასდროს!!! - გასაგებია :(((. იწერს ჟურნალში - "კურდღელი, არ მოვა..." ----------------------------------------------------------------------------- კუ-კლუქს-კლანი ახალწვეულებს იღებს. - გინდათ ჩვენს რიგებში ყოფნა? - კი. რა არის ამისათვის საჭირო? - ბევრი არაფერი. უნდა მოკლათ ათი ზანგი დ წყალში დაახრჩოთ ერთი კნუტი. - კი მაგრამ, კნუტს რაღას ვერჩი? - გილოცავთ, თქვენ გამოცდა წარმატებით ჩააბარეთ. მიღებული ხართ? ----------------------------------------------------------------------------- საუბარი ახალი რუსის კუთვნილ ბანკში: - თქვენი ბანკი გასცემს კრედიტებს, მხოლოდ პატიოსან სიტყვაზე? - კი, რა თქმა უნდა. - და თუ არ დავაბრუნე? - თქვენ შეგრცხვებათ, როდესაც უფლის წინაშე წარსდგებით!! - ეეე, ეგ კიდევ როდის იქნება?! - როდის და, თუ 7 რიცხვში კრედიტს არ დააბრუნებთ, 8-ში უფლის წინაშე წარდგომა მოგიწევთ ..... 839 6-ს მოსწონს
|