x
image
ლეელ
ევროლიბერალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ანუ ის, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს
საფრანგეთში მოღვაწე, ყოფილი საქართველოს სამხელმწიფო თანამდებობის პირი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი საკუთარ "facebook"-ის გვერდზე აქვეყნებს სტატუსს შემდეგი სათაურით: "ევროლიბერალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ანუ ის, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს"

image

სავიზო რეჟიმის წესების გამარტივება გააადვილებს მობილურობის პროცესს მოქალაქეების დაახლოებით ოცი (20) კატეგორიისათვის ვიზებთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივების, ვიზების მოქმედების ვადის გაზრდისა და სავიზო მოსაკრებლის შემცირების, ან გაუქმების თვალსაზრისით. აღნიშნული ცვლილება ნამდვილად შეუწყობს ხელს ადამიანებს შორის ურთიერთობების დამყარებას ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში.


გარდა ამისა, ცვლილება პოზიტიურ გავლენას მოახდენს კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაზე. ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს საკმაოდ განსხვავებულ და რთულ პროცედურებს აწყდებიან ევროპის ქვეყნების საკონსულოებში.



აღნიშნული პროცედურები დაკავშირებულია დოკუმენტების შემოწმებასთან, პირად ინფორმაციასთან, დროსთან, ფულსა და ენერგიასთან. თუმცა, ადამიანებმა მაინც არ იციან და არ არიან დარწმუნებულნი, თუ რა პასუხს მიიღებენ საკონსულოდან და როგორი იქნება საბოლოო შედეგი.


ერთი სიტყვით ვიზების გაცემის გამარტივებული პროცესი დადებითად აისახება, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების აღმოსაფხვრელად და ეს პროცესი ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების ინტეგრაციას ევროპასთან. თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების გარდა არსებობს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა და ეს ეხება 2009 წელს ევროკავშირის მიერ მიღებულ სავიზო კოდექსს, რომელიც ძალაში შევა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებისთანავე. ეს გახლავთ რედმისიის კანონი. - რაში მდგომარეობს პრობლემა? ეს ეხებათ არალეგალური მიგრანტების რეადმისიას, რომელიც ითვალისწინებს ევროპის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების უპირობო დეპორტაციას, რომლის ფინანსური მხარე, ხელშეკრულების გათვალისწინებით პირად პასუხისმგებლობაზე აიღო საქართველოს მხარემ.


ამ პროცესს ნამდვილად ექნება ეკონომიკური და სოციალური შედეგები და ეს, პირველ რიგში, შეეხება საქართველოს, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ ასიათასობით ემიგრანტის სამშობლოში დაბრუნებას სჭირდება უამრავი რეფორმების უზრუნველყოფა, რისთვისაც საქართველოს საჯარო ინსტიტუტებს დიდი მუშაობა მოუწევთ, არსებობს კიდევ მეორე სეგმენტი, რომელზეც დიდ ზეგავლენას მოახდენს და ეს გახლავთ უამრავი ქართული ოჯახი - რომლებიც დამოკიდებულები არიან იმ ოჯახის წევრების ფულად გზავნილებზე, რომლებიც არალეგალურად მუშაობენ ევროკავშირის ქვეყნებში . იგივე ეხება მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც შესაძლოა შევიდნენ ევროკავშირში საქართველოს გავლით და პასუხისმგებლობის ტვირთს აკისრებს მხარეს, რომელიც ახორციელებს რეადმისიას.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 28.9 % ემიგრაციაშია, მათი 80 % არალეგალურად მომუშავე მიგრანტია და სწორედ ეს ემიგრანტი წარმოადგენს ოჯახში შემოსავლის ერთადერთ წყაროს. თუმცა, როცა ვაანალიზებთ დადებით და უარყოფით შედგებს, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივა, მიუხედავად სერიოზული პრობლემებისა, აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს და, შესაძლოა, დადებითი გავლენა ჰქონდეს როგორც ფიზიკური პირების ინტერესებზე, ისე მთლიანად ქვეყნის განვითარებაზე და ეს დამოკიდებულია საქართველოს ხელისუფლების მოქნილობაზე. მიუხედავად ამ საკითხების მნიშვნელობისა, ძალიან სუსტად არის შესწავლილი ევროკავშირისაკენ მობილურობისა და მიგრაციის ახალი დინამიკა და მასთან დაკავშირებული საკითხები.


საზოგადოების დიდმა ნაწილმა, პოლიტიკოსების, ექსპერტების, მედიასაშუალებებისა და ამ პროცესში პირდაპირ მონაწილე მხარეების ჩათვლით, ძალიან ცოტა იციან იმის შესახებ, თუ რა სარგებლობა შეიძლება მიიღონ მათ და რის ფასად.


სამწუხაროდ საქართველოს არც წინა და არც ამჟამინდელ ხელისუფლებას არ უწარმოებია კვლევები, თუ რას ნიშნავს რეალურად ამ ხელშეკრულებების ამოქმედება პირდაპირი მოსარგებლეებისათვის და არ წარმოუდგენია საკუთარი დასკვნები იმაზე, თუ როგორ ხდება ამ შეთანხმებების აღსრულება მათი ძალაში შესვლიდან სამი თვის შემდეგ. საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, თუ როგორ ხდება რედმისიის კანონის ინტერპრეტაცია და როგორ აღიქვამს საქართველოს მოსახლეობა ამ საკითხებთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებს.


საქართველოს ხელისუფლებამ დღემდე არ იცის თუ რა დაუჯდება საქართველოს საკუთარი არალეგალური მიგრანტების მიღება და რეინტეგრაცია, რაც, თავის მხრივ, ძლიერ გავლენას მოახდენს დასაქმებასა და შრომის ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებზე. პ.ს. მიუხედავად ზემოთ აღნიშნული პრობლემებისა ამ პროცესს გააჩნია მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ღირებულება.


ევროკავშირი გვიდასტურებს მზად ყოფნას საკუთარ ოჯახთან საინტეგრაციოდ, ვინაიდან მათ შსანიშნავად იციან, რომ საქართველოს დღევანდელი კოლაბორაცინალური ხელისუფლება ელივისისწარფით მიგვაქანებს რუსეთის ორბიტისკენ. ამიტომ ჩვენ ყველა გამოწვევას ღირსეულად უნდა ვუპასუხოთ. image

0
798
6-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
798
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0