x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138408
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ზეციურ ძალთა იერარქია (ანგელოზები)
image


ანგელოზი“ მაუწყებელს ნიშნავს (ბერძნული სიტყვიდან - αγγελλω უწყება)


ქმნილ არსებათა კიბის ზედა, უმაღლეს საფეხურზე, უხორცო სულები დგანან. ისინი, ჩვენთან შედარებით, აღმატებულნი და სრულყოფილი არსებანი არიან.



„მრწამს ერთი ღმერთი... შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა“.

უხილავი, ანგელოზთა სამყარო ღმერთმა ხილულ სამყაროზე უწინარეს შექმნა.

ხილული სამყაროს შექმნის დროს ისინი უკვე წარდგომილნი იყვნენ შემოქმედის

წინაშე და ემსახურებოდნენ მას. ისინი ღვთის განგების იარაღნი და ღვთის ნების

მაუწყებელნი არიან.


ანგელოზი მძლავრი, უსხეულო სული, პიროვნება ანუ გონებაა. ანგელოზები იერარქიულად არიან შექმნილნი. ერთად შეადგენენ ერთობას, ანუ კრებულს და

იყოფიან "მხედრობებად". ანგელოზებს აგრეთვე "მეორე ნათელსაც" უწოდებენ.


ვარაუდობენ, რომ ყოველ ქმნილებას, მის გვარსა და სახეს თავისი ანგელოზი ჰყავს.

მაგალითად: ეკლესიას, ხალხებს, ოჯახებს, ბუნების სტიქიებს. ცალკეული ადამიანის

ანგელოზს მფარველი ანგელოზი ჰქვია.


image


უხილავ სამყაროს მიეკუთვნებიან დაცემული ანგელოზებიც, ანუ ბოროტი სულები.


ანგელოზები თავიანთი ბუნებით გონიერი, მოქმედი სულები არიან, აქვთ ნება და ცოდნა. ემსახურებიან ღმერთს, ადიდებენ მას და აღასრულებენ მის ნებას. ისინი უსხეულონი არიან და უხილავ სამყაროში მკვიდრობენ.


თავიანთი სულიერი ძალებით ადამიანზე მაღლა დგანან, მაგრამ, როგორც ქმნილ არსებებს, მათაც შეზღუდულობის ბეჭედი აზით. ადამიანებთან შედარებით ნაკლებ ექვემდებარებიან ადგილსა და სივრცეს. მყისიერად გადიან თვალუწვდენელ სივრცეებს. მაგრამ ანგელოზები ყველგანმყოფელნი და სივრცისა და ადგილისაგან სრულიად დამოუკიდებელნი არ არიან. მათ არ შეუძლიათ ერთდროულად ყოფნა ცაშიც და დედამიწაზეც.


image


ანგელოზები უკვდავნი არიან, მაგრამ ეს არ არის საღვთო, თვითმყოფადი და უპირობო უკვდავება. ადამიანთა სულების მსგავსად, მათი უკვდავებაც მთლიანად ღვთის ნებასა და წყალობაზეა დამოკიდებული.


ანგელოზებს, როგორც უსხეულო სულებს, ხელეწიფებათ შინაგანი თვითგანვითარება. მათი ბუნება უფრო სრულია, ვიდრე ადამიანისა, მაგრამ მათ ამ აღმატებულ თვისებებსაც აქვს თავისი საზღვრები.


ანგელოზები ვერ სწვდებიან საღვთო არსების სიღრმეებს, ეს მხოლოდ „სულმა ღვთისამ“ იცის.


მათ არ უწყიან, რა იქნება სამომავლოდ. ესეც მხოლოდ საღვთო ცოდნაა.


ისინი ბოლომდე ვერ აცნობიერებენ გამოსყიდვის საიდუმლოს.


ვერ ხვდებიან ყველა ადამიანურ განზრახვას.


არ შეუძლიათ ღვთის ნების გარეშე, დამოუკიდებლად აღასრულონ სასწაულები.



image
წმიდა წერილის მიხედვით უზარმაზარია ანგელოზთა სამყარო. შესაბამისად, როგორც ზემოთ ავღნიშნე ზეციურ ძალთა სამყაროშიც არსებობს სრულყოფის განსხვავებული ხარისხები, სხვადასხვა საფეხურები თუ იერარქიული წყობა.


ზეციური იერარქია ცხრა დასად (ხარისხად, მხედრობად) იყოფა. ხოლო ეს ცხრა დასი სამ იერარქიულ ტრიადად.


ციურ არსებათა უქვემოესი მწკრივები უზემოესთა მიერ მწყობრად განისწავლებიან თეურგიულ მეცნეირებებში. ხოლო, ყველაზე უფრო ამაღლებული დასები, შეძლებისდაგვარად, თავად ღმერთმთავრობისეული მესაიდუმლეობით ნათლდებიან.



უმაღლესიდან უმდაბლესამდე:



image



სერაფიმნი (ცეცხლოვანი, დამწველი, მგზნებარე) ღვთისადმი სიყვარულით ალმოდებული.


image


ღმერთთან ყველაზე ახლოს მყოფი არსებები. ისინი უშუალოდ ჭვრეტენ ყოვლადწმიდა სამებას. გარშემორტყმულნი არიან ღვთის საბრძანებელს (საყდარნს). შიშით, თრთოლვითა და უდიდესი მოკრძალებით მგალობელნი, მხმობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი: "წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი საბაოთ!".


გამოისახებიან ექვსი ფრთით და ადამიანის სახით. ორი ფრთით იფარავენ სახეს, როგორც უღირსნი უფლის ცქერისა, ორით იფარავენ ფეხებს, რომ მათ არ უცქიროს ღმერთმა და ორით დაფრინავენ.


image

ისინი ყველაზე უმაღლესი სულიერი არსებანი არიან და იერარქიაში პირველ ადგილს იკავებენ. (მათზე მაღლა მხოლოდ ღმერთი და ღვთისმშობელია)


ღმერთმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მიძინების და ამაღლების შემდეგ სერაფიმებზე მაღლა დააყენა. ღვთისმშობელი თავისი სიწმინდითა და სათნოებით არა მხოლოდ ყველა მოკვდავს, ყველა ანგელოზსაც გარდაემეტა და ღვთის ცოცხალ ტაძრად იქცა. გახდა "ზეციური ბჭე, რომლითაც ქრისტე ამქვეყნად მოვიდა ჩვენს სულთა სახსნელად".





image




ქერუბიმნი (ქურუმი; ღმრთაებრივი სიბრძნით აღსავსე)


image


ქერუბიმთათვის ღმერთი მარადმანათობელი სიბრძნეა. ქერუბიმნი განუწყვეტლივ

უღრმავდებიან ღვთაებრივ სიბრძნეს. წვდებიან და განისწავლებიან მასში. იცავენ

საღვთო საიდუმლოებებს, უფრთხილდებიან და თრთოლვით იხრიან ქედს მათ წინაშე.


ქერუბიმები იწოდებიან "მრავალთვალიანად". რადგან ღვთაბრივი სიბძნის განუწყვეტელი ჭვრეტით თავად არიან ცოდნით აღსავსე, ამიტომაც ისინი ყველაფერს

ხედავენ და იციან.


გამოისახებიან ექვსი ფრთით და ოთხი სახით. ლომის, ხარის, არწივისა და ადამიანის სახით.


image

image

სიმბოლო, ერთგვარი ღვთიური სიბრძნისა. სიცოცხის ფორმები დედამიწაზე.


ლომი - ყველა ველური ცხოველი


ხარი - ყველა შინაური ცხოველი


არწივი - ყველა ფრინველი


ადამიანი - კაცობრიობა


(სწორედ ქერუბიმთა დასის წარმომადგენელი აღუდგა წინ უფალს და იქცა სატანად)




image




საყდარნი ( საბრძანებელი; ღვთის დიდების, ღვთის სიდიადის ცოცხალი მატარებელნი)

image

საყდარნი ანგელოზთა ყველა დასზე უპირატესად შეიგრძნობენ და ჭვრეტენ ღმერთს, როგორც მეუფეს დიდებისა, მეუფეს მთელი სამყაროსი, მეუფეს, მსჯავრისა და

სიმართლის მოქმედს, მეუფეს მეუფებათა, როგორც "ღმერთს დიდს, ძლიერსა და საშინელს".


ღმრთის სიდიადე და მთელი სისავსე, სიღრმითა და ჭეშმარიტებით გასაგები და მისაწვდომია მხოლოდ საყდართათვის.


გამოისახებიან ცეცხლოვანი ფრთოსანი ტახტის (საყდრის, საბრძანებლის) სახით ან

მბრუბავი დისკოების სახით (როგორც დანიელ წინასწარმეტყველის გამოცხადებაში),

რომელზეც დაბრძანებულია ნათლით მოსილი ჭაღარა წვეროსანი მოხუცი (როგორც სიმბოლო უზენაესისა, უფლისა, ყოვლადწმიდა სამებისა).


image


საყდარნი არის ანგელოზთა დასი, რომელზეც დაბრძანებულია თვით უფალი.

(ზოგიერთი წმ. მამის აზრით ეს უკანასკნელია უპერველესი დასია ანგელოზებისა და

მიაჩნიათ, რომ ანგელოზთა უმაღლესი ტრიადა არა სერაფიმნიდან, არამედ საყდრიდან

იწყება: საყდარნი, ქერუბუმნი, სერაფიმნი)





image





უფლებანი (დიდების მეუფე; განმგებელი)


image

შემოქმედის მზრუნველობა თანაბრად ვრცელდება ხილულსა თუ უხილავზე; დიდსა თუ მცირეზე, რადგან ყველა ქმნილება საჭიროებს შემოქმედის ზრუნვას. არცერთი

დღით არ წყვეტს ღმერთი ქმნილებათა განმგებლობის საქმეს, რათა მათ არ გადაუხვიონ თავიანთ ბუნებრივ გზებს, რომლებითაც წარიმართებიან იქიტკენ, რომ

მიაღწიონ თავისი განვითარების სისრულეს და თითოეული დარჩეს თავის გვარში იმად, რაც არის...


აი, სწორეს ღვთის მიერ ქმნილებებზე ამ უფლობას, მართვას, ამ მზრუნველობასა და

განმგებლობას, ყველა ხილულსა და უხილავზე, დიდსა და მცირეზე წვდებიან უფლებანი.

image


უფლებანი ყველა სხვა დასზე უპირატესად ჭვრეტენ ღმერთს, როგორც განმგებელს.

უგალობენ მის მზრუნველობას სამყაროზე. ღმერთი თავისი მზრუნველობით მოიცავს

ყველასა და ყოველს. იცავს და თავს ევლება თითოეულ ბალახის ღეროს, თითოეულ

ქინქლას, ყველაზე მცირე ქვიშის მარცვალს. ყოველივე ამას სწორედ უფლებანის

ხელით აღასრულებს.


ჭვრეტენ რა უფალს, როგორც სოფლის განმგებელსა და აღმშენებელს, უფლებანი

ადამიანებსაც ასწავლიან თავისი თავის, თავისი სულის მოწყობას. ადამიანს ჩააგონებენ

უფლობდეს თავის ვნებებზე, სხვადასხვა ცოდვიან ჩვევაზე, შეზღუდოს ხორცი და

გასაქანი მისცეს სულს.

image


უფლებანს შეწევნისათვის ლოცვით უნდა მიმართოს ყველამ, ვისაც სურს,

გათავისუფლდეს რაიმე ვნებისაგან.


გამოისახებიან ლამაზი ადამიანი სახით და წყვილი ფრთით, როგორც ზოგადად

ანგელოზი, მაგრამ გამოირჩევიან იმით, რომ ხელთ უპყრიათ (შეიარაღებულნი არიან)

კვერთხი და/ან დაშნები და მანათობელი (ცეცხლოვანი) სფერო.





image





ძალნი (სათნოება; ძალა)


image

ყველა სხვა დასზე უდირატესად ანგელოზთა ეს დასი ჭვრეტს ღმერთს, როგორც მრავალი ძალის, ანუ სასწაულის მოქმედს. ძალნი სწვდებიან იმას, რომ "სადაცა

ენებოს ღმერთსა, იძლევის წესი ბუნებათა".


მათ მიეცათ ჭვრეტა, იხილონ ისეთი სასწაულები, რომლებსაც ჩვენი გონება ვერც კი

წარმოიდგენს. ამასთან, მათ შეუძლიათ ჩასწვდნენ ამ სასწაულების სიღრმეს, მათთვის

განცხადებულია მათი უზენაესი მიზანი.


გამოისახებიან ნათლით მოსილი (გაბრწყინებული), ფრთოსანი ადამიანის ან
მანათობელი (მოკაშკაშე) ლამპრის სახით. როგორც წესი წარმოდგენილნი არიან
ჯგუფებად.

image

სწორედ ანგელოზთა ამ დასის ხელით აღავლენ უფალი სასწაულებს.





image





ხელმწიფებანი (უფლებამოსილება; ხელისუფლება)

image

ამ დასში შემავალი ანგელოზები ჭვრეტენ და განადიდებენ ღმერთს, როგორც ყოვლადძლიერს, ყოველი ხელმწიფების მქონეს ზეცაში და მიწაზე.


მეექვსე დასის ანგელოზები ყველაზე ახლო და მუდმივი მოწმენი არიან უფლის

ყოვლისშემძლეობისა, მათ სხვებზე უპირატესად მიეცათ ამის შეგრძნება.


ღმრთაებრივი ხელმწიფების მუდმივი ჭვრეტისგან, მასთან მუდმივი შეხებისაგან ეს

ანგელოზები აღივსებიან და განიმსჭვალებიან ამ ხელმწიფებით. რის გამოც თავად

ხდებიან ამ ხელმწიფების მატარებელნი და ეწოდებათ ხელმწიფებანი.

ხელმწიფება, რომლითაც ისინი არიან შემოსილნი და აღვსილნი, გაუსაძლისია

სატანისა და მისი ლეგიონებისათვის. იგი ეშმაკის ლეგიონებს უკუაქცევს ქვესკნელში,

უკუნეთში, ტარტაროზში.


გამოისახებიან ფრთოსანი ადამიანის სახით, შემოსილნი აბჯრითა და მუზარადით.

ხელთ უპყრიათ თავდაცვითი და თავდასხმითი იარაღები. ფარ-შუბები, ხმლები, ჯაჭვის ბადე...

image

ანგელოზთა ეს დასი ადებს ბორკილებს ბოროტ სულებს, რომ ადამიანებზე გავლენა

ვერ მოიპოვონ და მათ გონებაზე ვერ იმოქმედონ.


(ზოგიერთი წმ. მამის აზრით სატანა სწორედ ამ დასის წარმომადგენელი იყო)






image






მთავრობანი (დასაბამნი; საწყისნი)


image

ეს ანგელოზები ასე იმიტომ იწოდებიან, რომ ღმერთმა მათ მიაბარა მთავრობა

ბუნების სტიქიებზე: წყალზე, ცეცხლზე, ქარზე, ცხოველებზე, მცენარეებზე და

საერთოს ყველა ხილულ საგანზე.


ზოგიერთი ანგელოზი დაადგინა სტიქიებზე, ზეცასა და სოფელზე და იმაზე, რაც

მასშია და მათ მოწყობაზე. ჭექა-ქუხილს, ელვას, ქარიშხალს... ყოველივე ამას

მართავენ მთავრობანი და წარმართავენ, როგორც სათნოა უფლის ნებისათვის.


მთავრობანი ასევე მთავრობენ მთელ ხალხებზე, ქალაქებზე, სამეფოებსა და ადამიანთა

საზოგადოებებზე. მთავრობებს მათზე მინდობილი ხალხები მიჰყავთ უზენაესი

კეთილი მიზნებისაკენ, რომლებსაც მიუთითებს და წინასწარ დაუსახავს უფალი.

ისინი შუამდგომლობენ თავიანთ ხალხს უფლის წინაშე.


ადამიანებს, განსაკუთრებით მეფეებსა და სხვა მბრძანებელთ, ჩააგონებენ ფიქრებსა და

განზრახვებს, რომლებიც ეხება ხალხების კეთილდღეობას.


გამოისახებიან ღრუბლით მოსილი ფთოსანი ადამიანის სახით; თავზე

ცისარტყელით და მზესავით კაშკაშა სახით ან თავზე ადგათ გვირგვინი ჯვრის გამოსახულებით და ხელთ უპყრიათ კვერთხი ან რტო.


image
მთავრობანი განაგებენ მატერიალურ სამყაროს, ხალხებს, მათ მეცნიერებას, ხელოვნებას

და ა.შ.




image






მთავარანგელოზნი (ზეციური მადლის განმსწავლელნი)


image

მთავარანგელოზები არიან ზეციური მასწავლებლები. ისინი ასწავლიან ადამიანებს,

როგორ მოაწყონ თავიანთი ცხოვრება ღვთის ნების თანახმად.


მათ უფალი უცხადებს თავის ნებას ადამიანის მიმართ. ამიტომ მთავარანგელოზებმა

იციან რა ელის გარკვეულ ადამიანს ცხოვრების ამა თუ იმ გზაზე. რა გასაჭირი,

განსაცდელი თუ საცდური. ამიტომ ისინი ერთი გზიდან ხელს აღებინებენ ადამიანს და მიმართავენ მეორე გზაზე. ასწავლიან სწორი, მისთვის გამოსადექი გზის არჩევას.


გამოისახებიან ფრთოსანი ადამიანის სახით. ხელთ უპყრიათ სხვადასხვა იარაღები და

ნივთები დანიშნულებისამებრ.

image


შვიდი მთავარანგელოზი განსაკუთრებით ფიგურერებს რიტუალურ მაგიურ ცერემონიებში, სადაც ყოველ მთავარანგელოზს გარკვეული ბეჭედი მიეკუთვნება.


მიურედავად იმისა, რომ ანგელოზთა რიცხვი უსასრულოდ დიდია, უთვალავი, როგორც გადმოგვცემს წმიდა წერილი, მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით მთავარანგელოზთა დასი მხოლოდ შვიდი ანგელოზისგან შედგება: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, სელაფიელი, იეგუდიელი, ვარახიელი. რატომ არიან ანგელოზთა მთავარნი მხოლოდ შვიდნი, ეს საიდუმლოა, რომელიც უწყის მხოლოდ ანგელოზთა შემოქმედმა და უფალმა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მოკრძალებით შევნიშნოთ, რომ შვიდი წმიდა ციფრია, რადგან თუ თვალს მივაპყრობთ მადლის

სამეფოს ვპოვებთ სულიწმიდის შვიდ ნიჭს, შვიდ საიდუმლოს:



image




თუ დავაკვირდებით ბუნებას, დავინახავთ სინათლის შვიდ სხივს:


image


ბგერის შვიდ ტონს, შესაქმის შვიდ დღეს და ა.შ.


(ზოგჯერ სატანა მოიაზრება როგორც დაცემული მთავარანგელოზი, რომლის თავდაპირველი სახელი იყო ლუციფერი)




image




ანგელოზნი (მფარველნი; მასწავლებელნი; მაცნენი)


image

ისინი ადამიანებთან ყველაზე ახლოს არიან. ანგელოზები აგრძელებენ

მთავარანგელოზთა დაწყებულ საქმეს. მთავარანგელოზები ასწავლიან ადამიანებს

ღმრთის ნების გაგებას, აყენებენ უფლის მიერ მითითებულ ცხოვრების გზაზე.

ანგელოზებს კი ადამიანები მიჰყავთ ამ გზაზე, ხელმძღვანელობენ, იცავენ მიმავალს,

რათა გზას არ გადაუხვიოს; დაუძლურებულს განამტკიცებს; დაცემულს აღადგენს.


ჩვენს ყოველ ნაბიჯს თვალს ადევნებენ. მთელი ჰაერი სავსეა ანგელოზებით.


გამოისახებიან ადამიანის მსგავსი, არაბუნებრივი და არაადამიანური სილამაზის
მქონე სახით და ხშირად წყვილი ფრთით, თავზე შარავანდედით და ნათლით მოსილნი.

image

ჩვენი მონათვლის წუთიდანვე უფალი თითოეულ ჩვენგანს ანგელოზთა დასიდან

მიუჩენს განსაკუთრებულ ანგელოზს, რომელსაც მფარველი ანგელოზი ჰქვია. ამ

ანგელოზს ვუყვარვართ ისე, როგორც ამ ქვეყბად არავის ძალუძს სიყვარული.

მფარველი ანგელოზი ჩვენი მარადიული მეგობარია, უხილავი წყნარი მოსაუბრე,

უტკბილესი ნუგეშინისმცემელი. მისი საზრუნავი მხოლოდ ადამიანზე ზრუნვაა.





image




იხილეთ ასევე:


40 დღე გარდაცვალებიდან (მართლმადიდებლური სწავლება)


მსოფლიო რელიგიები. ყველაზე გავრცელებული და მრავალრიცხოვანი


მართლმადიდებლური სამყაროს მოქმედი მეთაურები


საღმრთო ლიტურგია (ჟამის-წირვა)

გველები: სერპენტოლოგია; ოპიოფილია

ბუნებრივი სილამაზე – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში


მომაკვდავი. სიკვდილთან ბრძოლაში მყოფ ადამიანთა მდგომარეობა


შეთქმულება პატრიარქის წინააღმდეგ


ღმერთი სამება: – :მართლმადიდებლური კატეხიზმო


გახსოვდეს სიკვდილი - Post-mortem (Memento mori)


დაკარგული ბავშვები


თუ კაცმა მოინდომა


თაიგულის სურნელება

6
2068
9-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
2068
  
2016, 11 დეკემბერი, 13:45
მადლობა
2016, 11 დეკემბერი, 13:34
დიდი მადლობა.
წმ. "დიონისე არეოპაგელი"
2016, 11 დეკემბერი, 10:47
მართლა ბრავო 10დან 10ქულა .

წყარო სად მოიძიე სად წაიკითხე თუ შეგიძლია რო მითხრა
2016, 11 დეკემბერი, 0:47
მადლობა მეამეა...
2016, 11 დეკემბერი, 0:11
ბრავო!
2016, 10 დეკემბერი, 23:46
()
0 1 6