ფოტოგრაფია როგორ გავხადოთ კადრი უფრო ბნელი ან უფრო ნათელი? ექსპოკორექციის წესები ფოტოაპარატზე 2016, 7 დეკემბერი, 20:58 ხშირად დამწყები ფოტოგრაფები აწყდებიან პრობლემას, რომ მათ მიერ გადაღებული ფოტოები ან ზედმეტად ბნელი გამოდის ან პირიქით ზედმეტად ნათელი. ზოგჯერ ვხვდებით სიტუაციას, რომ შენობაში პორტრეტის გადაღებისას ფანჯარა ძალიან ნათელი გამოდის ადამიანი კი სიბნელეშია მოქცეული. ამ სტატიაში მოგითხრობთ ექსპოკორექციის შესახებ, ეს არის კადრების განათების დონის მართვის ყველაზე მარტივი ხერხი. შეგახსენებთ, რომ კადრების განათების დონეზე მოქმედებს ექსპოზიცია. ფოტოაპარატის ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ რეჟიმებში მის პარამეტრებს განსაზღვრავს ფოტოაპარატის ავტომატიკა. რატომ ცდება ზოგჯერ ფოტოაპარატი კარდის განათების დონის განსაზღვრისას? ფოტოს გადაღებამდე კამერა ზომავს გადასაღები სცენის განათების დონეს. სარკულ ფოტოაპარატებში ამისათვის დაყენებულია ექსპოზიციის გაზომვის სენსორი. სენსორის სიბრტყეზე განლაგებულია მგრძნობიარე ელემენტები-პიქსელები, ისინი ზომავენ განათებას კადრის სხვადასხვა მონაკვეთზე. ყველა პიქსელიდან მიღებული ინფორმაცია ანალიზდება პროცესორის მიერ და ის განსაზღვრავს ექსპოზიციას, ავტომატურად აყენებს დიაფრაგმის, გადაღების სისწრაფის და შუქმგრძნობელობის პარამეტრებს. NIKON D5500-ის ექსპოზიციის გაზომვის სენსორი. ხო მართლა, ექსპოზიციის თანამედროვე სენსორები ფერებსაც არჩევენ. ამიტომ მათ RGB-სენსორებს უწოდებენ (RED-წითელი, GREEN-მწვანე, BLUE-ლურჯი _ ეს არის ციფრული გამოსახულების შედგენის ძირითადი ფერები). ბიუჯეტურ ფოტოკამერებში დაყენებულია შედარებით მარტივი სენსორები. გალითად NIKON D3300-ში დაყენებულია 420 პიქსელის მქონე სენსორი, NIKON D750-ში კი 91000 პიქსელიანი სენსორი. უფრო ძვირიანი მოდელები ექსპოზიციას უფრო ზუსტად ზომავენ. ფოტოკამერას აქვს ექსპოზიციის გაზომვის რამდენიმე ხერხი. ყველაზე მარტივი და უნივერსალური მეთოდია მატრიცული გაზომვა, რაც თავიდანვე დაყენებულია ფოტოაპარატის პარამეტრებში და დამწყები ფოტოგრაფებისათვის სწორედ ისაა რეკომენდირებული. ააქმა უნდა კამერამ არ იცის თუ რა ობიექტებია მის წინ ნათელი, ბნელი, თუ საშუალო განათების. ამიტომ ავტომატიკისათვის ამომავალ წერტილს წარმოადგენს ზოგადი განსაზღვრება, რომ მთელი კადრი უნდა იყოს საშუალო დონეზე განათებული. ფოტოების მაგალითები სადაც კამერა შეცდომის გარეშე აყენებს ექსპოზიციას. მათში ჭარბობს საშუალო სიკაშკაშის ფერები. ასეთი მიდგომა მართლაც ძალიან კარგად მუშაობს უმრავლეს სიტუაციებში. მაგრამ თუ ჩვენ ფოტოს ვუღებთ ადამიანს ცის, განათებული ფანჯრის, დათოვლილი პეიზაჟის ან თეთრი კედლის ფონზე, მაშინ? ასეთ სიტუაციებში კამერა განათების პარამეტრებს ისე ალაგებს, რომ თეთრი ობიექტები გამოდის საშუალოდ განათებული, შესაბამისად შავი ფონიც კადრში ნაცრისფერი გამოვა. ექსპოკორექციის გარეშე გადაღებული ფოტოს მაგალითზე ჩანს, რომ ქანდაკება ზედმეტად ბნელი გამოვიდა. +1.7 EV ექსპოკორექციის წყალობით შესაძლებელი გახდა ფოტოს განათება. როგორ გავხადოთ კადრები უფრო ნათელი ან ბნელი? ექსპოკორექციის გამოყენება. NIKON-ის ფოტოაპარატებში ექსპოკორექცია შეგიძლიათ გამოიყენოთ რეჟიმებში P, A, S, М და სიუჟეტურ პროგრამებში მაგალითად პორტრეტი, პეიზაჟი და სხვა. ექსპოზიციის კორექცია იზომება ექსპოზიციის საფეხურებში. ექსპოკორექცია +1 EV კადრს ეთი საფეხურით გაანათებს, ხოლო ექსპოკორექცია -2 EV კადრს ორი ნაბიჯით დააბნელებს. იმისათვის, რომ გამოვიყენოთ ექსპოკორექცია უნდა დავაჭიროთ ღილაკს +/- და დავატრიალოთ რეგულირების გორგოლაჭი. ამავე დროს ფოტოაპარატის ეკრანზე თქვენ დაინახავთ თუ როგორ გადაადგილდება ექსპონომეტრის მაჩვენებელი - მიმართულებით ან + მიმართულებით, ამავე დროს კადრი უფრო ბნელი ან ნათელი გახდება. როდის უნდა გამოვიყენოთ ექსპოკორექცია? გავერკვიოთ მარტივი სიტუაციების მაგალითებზე. დიდი ოდენობით ბნელი ობიექტები კადრში, ბნელი ფონი. როდესაც სიუჟეტში ჭარბადაა ბნელი ობიექტები ან ბნელი ფონი გამოიყენება უარყოფითი ექსპოკორექცია. დიდი ოდენობით ნათელი ობიექტები კადრში ან თეთრი ფონი - ამ დროს გამოიყენება დადებითი ექსპოკორექცია. აქ მთავარია ზომიერების დაცვა, თურემ თეთრი ობიექტებისგან კადრში დარჩება მხოლოდ თეთრი ლაქები დეტალების გარეშე, ეს კი უკვე ხარვეზია. დადებითი ექსპოკორექცია შეიძლება საჭირო გახდეს კონტრულ განათებაში პორტრეტების გადაღებისას, ნათელი ცის მქონე პეიზაჟების გადაღებისას, ზამთარში თოვლის ფონზე ფოტოების გადაღებისას. ექსპოკორექცია რეჟიმში M ნიკონის თანამედროვე ფოტოაპარატებში არის ერთი საინტერესო თავისებურება. რეჟიმ M-ში მუშაობს ფუქნცია AUTO-ISO. ექსპოწყვილის (დიაფრაგმა, გადაღების სისწრაფე) დაყენებისას ჩვენ ავტომატიკას ვუტოვებთ შუქმგრძნობელობის განსაზღვრას. უფრო წინწაწეულ მოდელებში მაგალითად NIKON D7200 ექსპოკორექციის შეტანა ხდება ჩვეულებრივი ხერხით, ხოლო სამოყვარულო მოდელებში მაგალითად NIKON D5300, NIKON D5500 იმ ღილაკით ხდება დიაფრაგმის რეგულირება, ამიტომ ექსპოკორექციის დარეგულირება შესაძლებელია სწრაფი მენიუს გამოძახების ღილაკით. როდის არის უკეთესი ექსპოზიციის ყველა პარამეტრის დაყენება ხელით? ექსპოკორექციის მიზანია შეიტანოს ცვლილებები ფოტოაპარატის ავტომატის მუშაობაში. თუმცა ზოგჯერ გვხვდება სიტუაციები, როდესაც ავტომატიკა კი არ გვეხმარება არამედ ხელს გვიშლის. განათების წყაროების დიდი რაოდენობა, მუშაობა სიბნელეში ან გადაღების ნელ რეჟიმში ეს არის სიტუაციები, როდესაც უკეთესია ყველა პარამეტრი ხელით დავაყენოთ. ყოველთვის როგორ მივიღოთ საჭირო განათების მქონე კადრები? ბოლოსთვის წარმოგიდგენთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას თუ როგორ არ დავუშავათ არასასურვლი შეცდომები: 1)ყოველთვის დაათვალიერეთ გადაღებული ფოტოები– უკეთესი იქნება თუ გამოიყენებთ მასშტაბს. ეს დაგიცავთ, როგორც ექსპოზიციის ისე ფოკუსირების შეცდომებისგან. 2)გადაიღეთ საცდელი კადრები _ მაგალითად თქვენ მიხვედით სკოლის სკვერში სადაც უნდა გაიმართოს თქვენი შვილის კონცერტი. წარმოდგენ ჯერ არ დაწყებულა, თქვენ კი უკვე დაიკავეთ ადგილი მაყურებლებს შორის. ნუ დაკარგავთ დროს! გადაიღეთ რამდენიმე საცდელი კადრი და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ექსპოკორექცია, დაარეგულირეთ სხვა პარამეტრები. 3)შეხედეთ ჰისტოგრამას _ გახსოვდეთ, რომ ფოტოაპარატის დისპლეის საშუალებით ყოველთვის ვერ განსაზღვრავთ კადრების განათების დონეს. ობიექტური ინსტრუმენტია ჰისტოგრამის გრაფიკი. მისი გამოყენება გაცილებით ადვილია ვიდრე თქვენ გგონიათ. მოკლედ რომ ვთქვათ გრაფიკი არ უნდა მიებჯინოს არც მარჯვენა და არც მარცხენა კიდეს. 4)ჩართეთ ზედმეტად განათებული კადრების მაჩვენებელი _ გამოცდილმა ფოტოგრაფებმა იციან, რომ RAW ფორმატში გადაღების შემთხვევაშიც კი შეუძლებელია ზედმეტად გადანათებული კადრების დეტალების გადარჩენა, ასე, რომ მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ თავიდან მსგავსი სიტუაციები. აღნიშნული ფუნქცია შეიძლება ყველა ფოტოაპარატს არ ჰქონდეს. გისურვებთ წარმატებებს და კარგი განათების მქონე კადრებს! 72 2-ს მოსწონს
|