x
image
ტორნადო07
10 რჩევა, როგორ გადავიღოთ კარგი პეიზაჟები
ჩვენ შეჩვეული ვართ ქალაქში ცხოვრებას, ამიტომ ბუნებასთან ჩვენი ყოველი შეხვედრა განსაკუთრებულია. პეიზაჟების გადაღება გვეხმარება შევინარჩუნოთ მოგონებები იმ საოცარი ადგილების შესახებ, სადაც ვიყავით. მაგრამ ერთი საქმეა თავისთვის გადაღება, ხოლო მეორეა იმ ადგილების აურის გადმოცემა ფოტოების საშუალებით. ეს ყველას არ გამოსდის. ძალიან საინტერესო ფოტოგრაფი ალექსანდრ ერმოლიცკი გაგვიზიარებს თავის ცოდნას და გვაძლევს 10 საერთო რჩევას პეიზაჟების გადასაღებად.


1)დაგეგმეთ მოგზაურობა წინასწარ: როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს პეიზაღური ფოტოგრაფია ღილაკზე თითის დაჭერამდე ბევრად ადრე იწყება. სადაც არ უნდა მიემგზავრებოდეთ წინასწარ შეისწავლეთ ის ადგილი. ნახეთ სურათები თანამგზავრიდან, ტოპოგრაფიული რუკები, დაათვალიერეთ სხვა ადამიანების მიერ გადაღებული ფოტოები, ეს მოგცემთ საშუალებას გამოყოთ თქვენთვის საინტერესო ობიექტები და კონცენტრაცია მათზე მოახდინოთ.image

2)შეისწავლეთ გარემო: ხშირად არის სიტუაცია, როდესაც მზის ჩასვლის საოცარი სურათის დანახვისას ადამიანი იბნევა და ცდილობს რამე მაინც გადაიღოს. ასეთ სიტუაციაში ის განწირულია. თუ თქვენ ტბასთან ისვენებთ, შემოუარეთ მას და მოძებნეთ რაიმე საინტერესო ადგილები.

გაისეირნეთ ტყეში, ადით მთის ფერდობზე, თქვენ აუცილებლად იპოვით განსაკუთრებით ლამაზ ადგილს, გადაიღეთ სატესტო კადრები და საღამოს მშვიდად დაათვალიერეთ, ხოლო შემდეგ როდესაც ცა აისის ან დაისის სხივებით აკიაფდება თქვენ იმ ადგილას უნდა იდგეთ მზად იმისთვის, რომ შედევრი გადაიღოთ.image


3)პეიზაჟი პირველ რიგში ეს არის შუქი: მოყვარულ ფოტოგრაფთა უმეტესობა ფოტოებს შუადღისას იღებს, როდესაც მზის სხივები ძალიან ხისტია. ამ დრს ფოტოები როგორც წესი ბრტყელი და ძალიან კონტრასტული გამოდის. მაშინ, როდესაც მზის შუქი ყველაზე რბილი მზის ამოსვლისას და ჩასვლისასაა. ეცადეთ ამ დროს გადაიღოთ და თქვენ დაინახავთ, რომ თქვენი ფოტოებში სულ სხვა შუქი კიაფობს.

გამოიყენეთ კომპასი, რათა დაადგინოთ სად ამოვა ან სად ჩავა მზე. წინასწარ შეარჩიეთ ადგილი სარ უნდა იდგეთ. მზის ამოსვლისა და ჩასვლის ზუსტი დრო (აზიმუტი) შეიძლება გაიგოთ ამ პროგრამის საშუალებით The Photographer’s Ephemeris (http://photoephemeris.com).image

4)ფოტოტექნიკა: აუცილებლად გამოიყენეთ შტატივი. თუ არჩევანის წინაშე ხართ დამატებითი ობიექტივი წაიღოთ თუ შტატივი, აირჩიეთ შტატივი. ის საშუალებას მოგცემთ ფოტოები ნებისმიერ პირობებში და ნებისმიერი განათებისას გადაიღოთ. image

5)გადაღება დაბალი მდგომარეობიდან: თუ თქვენ იპოვეთ საინტერესო წინა ხედი, მაგალითად ყვავილები ან სხვა. დაწიეთ კამერა და ფოტო ისე გადაიღეთ, რომ კონცენტრაცია მოხდეს პირველ პლანზე.image

6)სიმკვეთრის სიღრმე: პეიზაჟების გადაღებისას ფოტოზე ყველაფერი მკვეთრი უნდა იყოს, დაწყებული ბალახიდან დამთავრებული მთის მწვერვალით. ასეთი გადაღებისა ძირითადად გამოიყენება დიაფრაგმის შედარებით მაღალი მაჩვენებელი F/8-დან F/16-მდე.image

7)დინამიური დიაპაზონი: დდ ეს არის სხვაობა ფოტოს ყველაზე თეთრ და ყველაზე მუქ წერტილებს შორის. აისისა და დაისის გადაღებისას ფოტოაპარატი ხშირად ვერ უმკლავდება დიდ დდ დიაპაზონს, რაც ფოტოზე ქმნის გათეთრებულ ან ჩამუქებულ არეებს. ამის თავიდან ასაცილებლად სცადეთ გადაიღორ არა პირდაპირი შუქი, არამედ კამედა შეატრიალეთ 90 გრადუსით და ფოტო გადაუღეთ დაისის შუქით გაჩახჩახებულ ღრუბლებსა და მთებს.image

8)მოცულობა: კარგი პეიზაჟი ყოველთვის მოცულობითუ უნდა იყოს. ჩვენ ყოველთვის ვხედავთ მოცულობას, რადგან 2 თვალი გვაქვს, კემერას კი ის ერთი აქვს, ამიტომ შრომა მოგიწევთ. სურათზე მოცულობის შეგრძნება ტონალური და სივრცული პერსპექტივის ხარჯზე იქმნება. მოცულობა შეიძლება გავზარდოთ სინათლის ხარჯზე. მაქსიმალური მოცულობა მიიღწევა პეიზაჟის გვერდითი და კონტრული განათებისას. ეცადეთ შეარჩიოთ წერტილი საიდანაც კარგად ჩანს ახლო ობიექტები (წინა პლანი) და შორეული ობიექტები (უკანა პლანი), იდეალურია თუ არსებობს წინა პლანიდან უკანა პლანზე რბილი გადასვლის საშუალება, მაგალითად მდინარე, რომელიც მიედინება წინა პლანიდან უკანასაკენ.image

9)ადექით ადრე დაწექით გვიან: ადექით განთიადამდე საათით ადრე და წადით ფოტოების გადასაღებად მიუხედავად ამინდისა. ვიცი ეს რთულია, მაგრამ დამიჯერეთ ღირს. ანალოგიურად მზის ჩასვლამდე საათით ადრე წადით მიუხედავად ამინდისა. დაიმახსოვრეთ გასაოცარი ცისარტყელა მხოლოდ წვიმის შემდეგაა, მის გადასაღებად კი დასველება მოგიწევთ.image

10)გამოიჩნეთ მოთმინება: კარგი შუქი ხშირად არ არის, მის მისაღებად კი მოთმინების გამოჩენა მოგიწევთ. ვერცერთი რჩევა ვერ დაგეხმარებათ იმაში, რომ თვეში ათობით გასაოცარი პეიზაჟი შექმნათ . ყველაზე კარგი ფოტოგრაფებიც კი ხარჯავენ 5-10 დღეს კარგი კადრისთვის. ეს დრო შუქის ლოდინში გადის. ეს უნდა გაითვალისწინოთ გამგზავრებისას. თუ სადმე რამოდენიმე დღეზე ცოტა ხანს რჩებით კარგი კადრის გადღების შანსი ნულთან ახლოსაა.imageრჩევები ფოტოგრაფ ალექსანდრ ერმოლიცკისგან.

გადათარგმნილია ჩემს მიერ.

7
287
14-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
287
  
2012, 22 ნოემბერი, 18:55
კაი სტატიაა!!
2012, 20 ნოემბერი, 9:38
გამომადგება ეს ყველა რჩევა მითუმეტეს რომ აპარატი მიწყობს ხელს :)
2012, 20 ნოემბერი, 0:51
წავიკითხავდი მაგრამ თავში არ შემივა:D
2012, 20 ნოემბერი, 0:49
თუ ფოტოგრაფიით არ ხარ გატაცებული არ წაიკითხო
2012, 20 ნოემბერი, 0:25
დამეზარა სტატიის წაკითხვა:Dმაგრამ ულამაზესი ფოტოებია
2012, 20 ნოემბერი, 0:21
კაი რჩევებია )
2012, 19 ნოემბერი, 23:53
ძალიან საინტერესოა
0 1 7