![28 წელი სპიტაკის მიწისძვრიდან image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016120717535776410.jpg)
7 დეკემბერს 28 წელი გავიდა სომხეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან. რომელსაც 25 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, 19 ათასი დაინვალიდდა, 530 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. 1988 წლის 7 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 11:41 საათზე, სომხეთში, სპიტაკის რეგიონში, კატასტროფული მიწისძვრა მოხდა. 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები 30 წამის განმავლობაში გაგრძელდა.სპეციალისტების გამოთვლით, სპიტაკის მიწისძვრისას მიწის გახსნის ადგილიდან გამოიყო ათი ატომური ბომბის აფეთქების ექვივალენტური ენერგია, თითოეული მათგანი 1945 წელს ჰიროსიმაში მომხდარის მსგავსი იყო. იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის გენერალურმა მდივანმა მიხეილ გორბაჩოვმა შეწყვიტა აშშ-ში ვიზიტი და ითხოვა სომხეთისთვის ჰუმანიტარული დახმარება.სომხეთს ეხმარებოდა საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკა და კიდევ მსოფლიოს 111 ქვეყანა, მათ შორის: აშშ, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი.ლიბანი, საფრანგეთი, ნორვეგია, გერმანია და ა.შ.
![28 წელი სპიტაკის მიწისძვრიდან image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016120717594076410.jpg)
![28 წელი სპიტაკის მიწისძვრიდან image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016120717594476410.jpg)
![28 წელი სპიტაკის მიწისძვრიდან image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016120717594776410.jpg)
![28 წელი სპიტაკის მიწისძვრიდან image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016120717595176410.jpg)
![28 წელი სპიტაკის მიწისძვრიდან image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016120717595476410.jpg)
![28 წელი სპიტაკის მიწისძვრიდან image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016120718000376410.jpg)
![28 წელი სპიტაკის მიწისძვრიდან image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016120718001076410.jpg)
![28 წელი სპიტაკის მიწისძვრიდან image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016120718001876410.jpg)
![28 წელი სპიტაკის მიწისძვრიდან image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016120718002176410.jpg)
![28 წელი სპიტაკის მიწისძვრიდან image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201612/2016120718002576410.jpg)
ასევე დაგაინტერესებთ სტატიები:
1 -
"მე ზემოდან ყველაფერს ვხედავ": საინტერესო ფაქტები მათზე, ვინც სიმაღლეზე მუშაობს
2 -
10 ფოტოსურათი, რომლებმაც ინტერნეტი ააფეთქეს
3 -
ქალაქი სადაც ზამთარში სიცოცხლე წყდება
4 -
სოჭის პლიაჟი 1988 წელს ბელგიელი ფოტოგრაფის ობიექტივით დანახული ქალაქი