x
image
alex999
როგორ გამოიყურება მზე სხვადასხვა პლანეტებიდან?!

მზე - მზის სისტემის ცენტრში მდებარე ერთადერთი ვარსკვლავი. ის თითქმის იდეალურად სფერულია და შედგება ცხელი პლაზმისგან, რომელშიც ჩაქსოვილია მაგნიტური ველები. მზის დიამეტრი დაახლოებით 1 392 684 კილომეტრია. მეცნიერთა მტკიცებით, მზე 4, 568 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა. დიდ მოლეკულურ ღრუბელში არსებულ რეგიონის გრავიტაციული კოლაფსით. ამჟამად მზე ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი ღრუბლით (G-ღრუბელთან ახლოს) ადგილობრივი ბურთულის ზონაში მოძრაობს — ირმის ნახტომის ორიონის მკლავის შიდა რგოლში. დედამიწასა და მზეს შორის საშუალო მანძილი 1 ასტრონომიული ერთეულია (150 000 000 კილომეტრი), თუმცა დისტანცია იცვლება, როცა დედამიწა გადაინაცვლებს პერიჰელიუმიდან (იანვარში) აფელიუმში (ივლისში).


image




მერკური - მზე დაახლოებით 58 000 000 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და ასე გამოიყურება(იხილეთ ფოტო)

image




ვენერა - მეზობელ პლანეტიდან მზე, დაახლოებით 110 000 000 კილომეტრითაა მოშორებული. მაგრამ გოგირდმჟავოვანი ღრუბლებიდან გამომდინარე, კარგად არ ჩანს. სინამდვილეში მზე, პლანეტა ვენერას ზედაპირიდან 2 ჯერ უფრო დიდი ჩანს, ვიდრე დედამიწიდან.

image




დედამიწა - მზიდან 150 000 000 კილომეტრითაა მოშორებული. ქვემოთ მოცემულ ფოტოში, ნაჩვენებია მზის დაბნელება.

image




მარსი - მარსი, მზიდან 230 000 000 კილომეტრით მოშორებით მდებარეობს. აქედან გამოდინარე, მზეც ძალიან პატარა ჩანს.

image




იუპიტერი - მზე იუპიტერის ერთ-ერთ თანამგზავრიდან(Europa) ასე ჩანს. მდებარეობს 780 000 000 კილომეტრის მოშორებით. ამ პლანეტაზე, მზე 5 ჯერ უფრო პატარა ჩანს, ვიდრე დედამიწაზე.

image




სატურნი - მზე, სატურნიდან 1 430 000 000 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. აქ წყლის ქრისტალები და გაზის აირები ლამაზ ფონს ქმნიან.

image




ურანი - მოშორება: 2.9 მილიარდი კილომეტრი, ფოტოში ჩანს მზე, ურანის ერთ-ერთი თანამგზავრიდან.

image




ნეპტუნი - ფოტოში ჩანს მზე, ნეპტუნის თანამგზავრ ტრიტონიდან. მზიდან ნეპტუნამდე მანძილი 4.5 მილიარდი კილომეტრია. მზე, ნეპტუნიდან 13 ჯერ უფრო პატარა ჩანს, ვიდრე დედამიწაზე.

image




პლუტონი - აი მოვედით ყველაზე პოპულარულ პლანეტაზე, რომელიც მზის სისტემაში მდებარეობს. პლუტონსა და მზეს შორის მანძილი, დაახლოებით 6 მილიარდი კილომეტრია. ამ პლანეტაზე მზე, 1600 ჯერ უფრო ბნელია, ვიდრე დედამიწაზე!

image


სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

იხილეთ ასევე:

1 -9 საზარელი ფაქტი, რომელიც არქეოლოგებმა აღმოაჩინეს!

2 -მსოფლიოს 10 ყველაზე "პაწაწინა" ცხოველი!

3 -ყველაზე შიშისმომგვრელი მუმიები!

4 -მომავალში მკვდრეთით აღდგომისთვის გაყინული ადამიანები!

5 -10 საოცარი და იდუმალი ფაქტი ეგვიპტის პირამიდების შესახებ!

0
587
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
587
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0