სხვა 15 ნივთი, რომელიც სახლში ყველას გაქვთ და აუცილებლად უნდა გადაყაროთ 2016, 5 დეკემბერი, 9:43 ჯანმრთელობა- მხოლოდ სპორტით დაკავება და სწორი კვება არ არის. ჩვენს სხეულს ზიანი შესაძლოა კარგად ნაცნობმა ობიექტებმა ძალიან ნელა და მშვიდათ მოუტანოს, ისე რომ ვერც კი წარმოიდგენდით რამდენად მავნებელი შეიძლებოდა ყოფილიყო ისინი ჩვენთვის, ჩვენ კი მიგვაჩნდა, რომ კომფორტულ ცხოვრებას განაპირობებენ. მოკლედ, წარმოგიდგენთ 15 ნივთს, რომელიც ყველა ჩვენთაგანის ოჯახშია და აუცილებლად უნდა გადავყაროთ, რადგან ორგანიზმისთვის ზიანის მომტანია. 1. პლასტიკური კონტეინერი საკვებისთვის. დღეს პლასტიკურ კონტეინერებს ბევრი დიასახლისი იყენებს. თუ თქვენს კნტეინერს შენიშნავთ ძირზე ამ ნიშნულებს «7», «PC», «PC», A (BPA), S (BPS), დაუყოვნებლივ და დაუნანებლად გადაყარეთ, ისინი მავნე ნივთიერებებისგან შედგება. ასევე უმალ გადაყარეთ ისეთი პლასტიკური კონტეინერები, რომელთაც მარკირების არანაირი კვალი არ გააჩნიათ. 2. ჰაერის არომატიზატორი. რა თქმა უნდა კარგია ზღვის მინერალებისა თუ ტროპიკული ხილის სუნი იდგეს სახლში, თუმცა ეს მხოლოდ ქიმიური ნაერთების კომპლექტია და მათი შესუნთქვა აზიანებს თქვენს ჯანმრთელობას. ამიტომ უმჯობესია გადაყაროთ ისინი. 3. ანტიბაქტერიული საპონი. ანტიბაქტერიული საპონი მხოლო და მხოლოდ კარგი მარკეტინგული ხრიკია. მას არანაირი კავშირი არ აქვს ანტისეპტიკებთან და ჩვეულებრივია, როგორც სხვა დანარჩენი ხელის საპონი. ტრიკლოზანი, რომელიც ანტიბაქტერიული საპნის შემადგენლობაშია, დადასტურდა, რომ უარყოფითად მოქმედებს ცხოველებზე. უსაფრთხოა თუ არა ის ადამიანებისთვის, დღემდე კვლევაშია. ამიტომ ნუ გამოიყენებთ მას. 4. კბილის ჯაგრისი. კბილის ჯაგრისი ყოველ ორ თვეში ერთხელ უნდა გამოცვალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არამარტო ისუფთავებთ კბილებს, ენასა და მთლიანად პირის ღრუს, არამედ ხელს უწყობთ ბაქტერიების განვითარებასა და გამრავლებას, რომლებიც მოძველებულ ჯაგრისში სახლობენ. 5. ნივთები, რომლებიც გაღიზიანებენ. ფსიქიკური ჯანმრთელობა ასევე მნიშვნელოვანია. ალბათ ბევრ თქვენგანს აქვს სახლში ისეთი ავეჯი, ფარდა თუ სხვა ნივთი, რომლებიც გაღიზიანებთ, ან არ მოგწონთ, თუმცა გადაგდება გენანებათ. ასეთ შემთხვევაში თქვენ ყოველ დღე უარყოფითი ენერგიის წილს იღებთ, ამიტომ უმჯობესია გადაყაროთ ან განაახლოთ ისინი. ნუ დაგენანებათ მათი გადაყრა, შეიბრალეთ საკუთარი თავი. 6. საჭმლის ნარჩენები. ალბათ ყველა თქვენგანს გაგიჩერებიათ მაცივარში ბორში, კოტლეტი თუ ტორტის დარჩენილი ნაჭერი რამოდენიმე დღის განმავლობაში. დაიმახსოვრეთ, რომ ყველაფერს აქვს თავისი ვარგისიანობის ვადა, ამიტომ საკუთარ თავზე ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს და გადაყარეთ ისინი. 7. წამწამების ტუში. გაგონილი გექნებათ ალბათ, რომ ტუში წელიწადში ერთხელ უნდა გამოცვალოთ, თუმცა ეს სიმართლე არაა. გახსნიდანვე მასში მაშინვე ხვდება ბაქტერიები და იწყებს გაფუჭებას. ამიტომ, როგორც კბილის ჯაგრისის, მისი მაქსიმალური ვადა 2-3 თვეა. ძველი ტუშის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, უარყოფითი გავლენა წამწამებზე და ასევე ანთება. ამიტომ გადააგდეთ ის 2-3 თვის შემდეგ. 8. კონტაქტური ლინზები. კონტაქტურ ლინზებს სათანადო მოვლა და წმენდა ესაჭიროება, რაც ბევრ თქვენგანს ალბათ არც სმენია. ყოველ გამოყენებაზე ისინი სათანადოდ უნდა გაწმინდოთ ან გარეცხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიწვევს კონიუნქტივიტს, ანთებას, დისკომფორტსა და რქოვანას წყლულს. ამიტომ ან საერთოდ ნუ გამოიყენებთ, ან მხოლოდ ერთჯერადი საკონტაქტო ლინზები იხმარეთ. 9. სანელებლები ძველი შეფუთვით. სანელებლები, რომელთაც იშვიათად იყენებთ, უმჯობესია ახლებით ჩაანაცვლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ზიანი არ მოაქვთ, კარგავენ გემოსა და არომატს და უსარგებლო ხდება. 10. შარშანდელი მზის დამცავი კრემი. ასეთი კრემები გახსნიდან მალევე კარგავენ შემადგენლობაში არსებულ ეფექტურ ნივთიერებებს, ამიტომ მომავალ ზაფხულს მათი გამოყენება უაზრო იქნება, ისინი ვერ დაგიცავენ მზის მწველი სხივებისგან და კანს დაიზიანებთ. 11. ტუჩსაცხი. ნებისმიერი თხევადი კოსმეტიკა, განსაკუთრებით კი ტუჩსაცხი, ტუჩთან კონტაქტის დროს ადვილად ხდება ბაქტერიების ბუდე, ამიტომ გახსნიდან მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში გამოიყენეთ, შემდეგ კი გადააგდეთ. 12. კონდიციონერის ფილტრი. კვლევების თანახმად, ოთახში, სადაც კონდიციონერები აყენია ბინძური ფილტრებით, ოთახში ჰაერი 25-100-ჯერ უფრო ბინძურია, ვიდრე ქუჩაში. პერიოდულად ფილტრები უნდა შეიცავლოს ან გაირეცხოს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ფილტვები ისუნთქებს ამ მტვერს. 13. ძველი ბიუსტჰალტერი. ძველი ბიუსტჰალტერი, რომელიც განში ან მხრის დამჭერში გაიწელა, სჯობს გადააგდოთ, რადგან დაკარგული აქვს მთავარი მისია და თქვენი ღირსება (მკერდი) იდეალური ვეღარ იქნება. 14. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი. ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი მიკრობების საყვარელი კურორტია. მასზე არის ნესტი, ტენი და სითბო, როგორ არ მოისურვებენ ისინი იქ დაბუდებას? გამოყენების შემდეგ ღრუბელი გააშრეთ, ხოლო პერიოდულად კი გამოცვალეთ, ნუ დაელოდებით როდის გაცვდება ბოლომდე. შესაძლოა გარეცხვის შემდეგ თეფში კარგად ვერ გაევლოს და ბაქტერიების ჭამა მოგიწევთ. 15. პლასტიკური საჭრელი დაფები. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ბოსტნეულისა და მწვანილის საჭრელი პლასტიკური დაფები ფისოვანია და ბაქტერიოციდული შემადგენლობისაა. დანით დაკაწვრის შემთხვევაში კი აუცილებლად მოხვდება ეს მავნე ნივთიერებები საკვებში, ამიტომ უმჯობესია რეგულარულად გამოცვალოთ ისინი ან გამოიყენოთ ხის საჭრელი დაფები. იხილეთ აგრეთვე: ხშირად მოხმარებადი თავის მოვლის საშუალებები, რომელთაც შეუძლიათ მოგკლან 10 რამ, რასაც ყოველ დღე აკეთებთ და გაუცნობიერებლად ვნებთ საკუთარ ჯანმრთელობას რამ შეიძლება იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე? 1 რამ შეიძლება იმოქმედოს ჩვენს ჯანმრთელობაზე? 2 3609 15-ს მოსწონს
|