x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508493
"როგორ მივიღოთ ჯანმრთელი და სასურველი რუჯი".
image

ბევრმა თქვენგანმა ალბათ

უკვე დაისვენა ზღვაზე, მაგრამ დარჩებოდა ნაკადი, რომელიც ე.წ. "ბარხატნი სეზონს" ელოდება. თუმცაღა არც სიცხით მოუკვლია თავი ამინდებს მაინც და მაინ, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ბევრი თქვენგანი ემზადება ზღვაზე წასასვლელად და გამოადგება ჩემი სტატია.


მინდა შემოგთავაზოთ რჩევები მათ, ვინც ჯერ არ გარუჯულა და აპირებს, ან თუნდაც სამომავლოდ გაითვალისწინებს.


რა უნდა ვიცოდეთ თუ მოვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ჩვენთვის ასე საყვარელ ოქროსფერ-შოკოლადისფერ რუჯზეც არ მოგვიწიოს უარის თქმა და მის სავალალო შედეგებზეც არ ვიდარდოთ:

image

უპირველესად უნდა გავხსოვდეს, რომ რუჯი და ხარისხიანი მზისგან დამცავი საშუალებები განუყოფელი ცნებებია- თუ ჯერ არ არის, მაშინ ეხლა უნდა აქციოთ. ბრმად ნუ მიენდობით უცნობ ბრენდებს და შეეცადეთ არჩევანი გამოცდილ და ხარისხიან პროდუქციაზე გააკეთოთ. რეალურად, თქვენ ფართო სპექტრის მზისგან დამცავი საშულაება გჭირდებათ, რომელიც A და B ულტრაიისფერ სხივებს ბლოკავს (UVA, UVB). პროდუქტში შემავალი იგრედიენტების გაცნობისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ის Mexoryl, Helioplex ან Zinc oxide-ს შეიცავდეს.

image

დერმატოლოგები გვაფრთხილებენ, რომ სხეული საკმარისი რაოდენობის საცხით უნდა იყოს დაფარული და ეს ყველაფერი გასარუჯად გასვლამდე 20 წუთით ადრე უნდა გავაკეთოთ -ასე პროდუქტი კარგად შეიწოვება კანის მიერ. მზეზე ყოფნისას კი დამცავი კრემი ყოველ 2 საათში ერთხელ უნდა გადავისვათ, წყალში ჩასვლის შემდეგ კი დაუყოვნებლივ.

image


ის ფაქტი, რომ მზის სხივებისგან თავის კანი ზიანდება, ძალიან ხშირად უგულებელყოფილია. ზოგს მიაჩნია, რომ რაკი სქელი თმები აქვს, დაცვის გარანტიაა. ცდებით, ამიტომ კარგი იქნება თუ მზეზე გასვლისას თავზე ქუდს, კეპს ან სხვა რაიმე თავსაბურავს დაიხურავთ.

image







არ დაგავიწყდეთ, რომ ტუჩებსაც სათანადო დაცვა სჭირდება მზეში და რომ ეს ნაწილი, დანარჩენ სხეულთან შედარებით არანაკლებ ზიანდება. ამიტომაც არ დაიზაროთ და აუცილებლად შეიძინეთ ტუჩის სპეციალური, მზისგან დამცავი ბალზამი, რომელსაც სულ მცირე 20 SPF ექნება.


image




და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ ოქროს წესი და დღის განმავლობაში მიიღეთ სულ ცოტა 1, 5 ლიტრი წყალი. ორგანიზმის გაუწყლოვანება, რომელიც ძალიან ნელ-ნელა და შეუმჩნევლად შემოგვეპარება ხოლმე, ყველაფერთან ერთად. წყლის დასალევად წყურვილის გრძნობას ნუ დაელოდებით, მნიშვნელოვანაია, რომ წყლის დალევა ჩვევად აქციოთ. დალიეთ ყოველ დღე მინერალური წყალი, ის აღადგენს წყლის ბალანსს თქვენს ორგანიზმში და შეგიწყობთ ხელს სიამოვნებით მიეფიცხოთ ზაფხულის ცხელ მზეს.


გისურვებთ წარმატებულ და სასიამოვნო დასვენებას.

12
523
18-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
523
  
2013, 22 აგვისტო, 12:04
ვიცი, ერთხელ უკვე მხვდა წილად ეგ ბედნიერება :D:D:D
2013, 22 აგვისტო, 12:02
:D ცხვედოს ენამწარე კომენტარების გაძლება არც ისე იოლია:)
2013, 22 აგვისტო, 12:01
ყოველთვის არა :)) ზოგჯერ გამომდის თავის კონტროლი :D
2013, 22 აგვისტო, 11:59
ძალიან მშვიდი ნერვები გქონიათ:D
2013, 22 აგვისტო, 11:57
მავნებელია ერთი საკითხია, მაგრამ რომ არ ითვალისწინებს 80%, ეს კი მეორე. ყოველ შემთხვევაში ჩემს სტატიას თქვენი რჩევა მოყვება, ვინც წაიკითხავს გაითვალისწინებს ალბათ :)
2013, 22 აგვისტო, 11:51
მზის სხივები სამკურნალოა, მაგრამ არა რუჯი. მითუმეტეს დღევანდელ, ნახევრადდაშლილ ოზონის შრეში შემომავალი რადიაციის ფონზე. არცერთი დერმატოლოგი არ იძლება რუჯის მიღებაზე რეკომენდაციას. მზის სხივები, ეგრედ წოდებული მზის აბაზანების მიღებაზე რეკომენდაცია გაიცემა მხოლოდ ქოლგის ქვეშ :)
2013, 22 აგვისტო, 11:39
შევეჩვიე მაგასაც :)
2013, 22 აგვისტო, 11:38
წარმატებები საყვარელო ;)
2013, 22 აგვისტო, 11:34
არ ვიცი მედიცინასთან როგორ კავშირში ხარ, მაგრამ გარკვეული დოზით მზის სხივი დადებით ეფექტს ავლენს კანზე, მიკრო ორგანიზმებსა და ე.წ. "გაზაფხულის ალერგიას" შველის. და ეგ ფაქტიც, რომ სიმსივნის რისკია გეთანხმები, ეგ კი ალბათ იცის ყველამ, მაგრამ "სილამაზე მსხვერპლს" მოითხოვს და ვისაც უღირს ეგ მსხვერპლი კი გაიღებს მაინც და მე უბრალოდ დავწერე დერმატოლოგის რჩევები, რუჯი კი ნაკლებ უარყოფითად მოქმედებს სწორად შერჩეული ანტირუჯის გამოყენების დროს.
2013, 22 აგვისტო, 11:32
მე ვაპირებ სექტემბრის პირველ რიცხვებში და ამ რჩევებს ვეცდები მივყვე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10