ვარსკვლავები ორსული ირინა შეიკი Victoria's Secret-ის პოდიუმზე 2016, 4 დეკემბერი, 15:02 Victoria's Secret-ის მოდების შოუ წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა მოდის სამყაროში, გრანდიოზულ შოუს წელს პარიზმა უმასპინძლა. 30 ნოემბერს ვიხილეთ მსოფლიოს ულამაზესი მოდელები, წელს შედგა ირინა შეიკისა და ბელა ჰადიდის დებიუტი. ირინა შეიკმა ნამდვილი ფურორი მოახდინა, მან პოდიუმზე გაიარა და შოუზე გამოსვლით საბოლოოდ დაადასტურა ხმები მომავალი დედობის შესახებ. ბავშვის მამა ყველასთვის კარგად ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი ბრედლი კუპერია, ეს ირინასთვის და ბრედლისთვის პირველი შვილია. 221 4-ს მოსწონს
|