სხვა რეცხვის წინ სარეცხის მანქანაში ფოლგის გორგალი შეაგდეთ და შედეგი გაგაოცებთ 2016, 4 დეკემბერი, 13:43 მწარმოებლები ყოველ წელს ახალ-ახალ სარეცხის მანქანებს აწარმოებენ დამატებითი ფუნქციებით, რომლებიც ძველ მოდელებთან გაცილებით მეტი ღირს, თუმცა აქაც ლატარიასთან გვაქვს საქმე. ზოგჯერ მოგვწონს გარეცხილი სარეცხი, თუმცა ზოგჯერ არ ხასხასებს ისე, როგორც საჭიროა და თან არსებული ლაქები ისევ ისე რჩება ქსოვილებზე. რა თქმა უნდა ეს ფაქტი ძალიან გვაღონებს, რადგან მიუხედავად მცდელობისა ძვირიანი სარეცხის ფხვნილი თუ კონდიციონერი და თეთრებიდან ლაქების ამომყვანი სპეციალური საშუალება გამოვიყენოთ, შედეგი მაინც ნული რჩება. გარანტიის მოცემა არც ძვირიან სარეცხ საშუალებებს არ შეუძლიათ, თუმცა ნუ დაღონდებით, რადგან ამ მდგომარეობიდან გამოსავალი ნამდვილად არსებობს.
როგორ მოვიქცეთ იმისათვის, რომ ტანსაცმლიდან ლაქები მაქსიმუალურად ამოვიდეს და თეთრ თეთრეულს კი სიქათქათე შევძინოთ? გაგიკვირდებათ და ამისათვის დაგჭირდებათ ალუმინის კილიტა (ფოლგა), რომელიც ნებისმიერი თქვენგანის სახლში მოიპოვება. ალბათ გეცოდინებათ, რომ ალუმინის კილიტა სტატისტიკურად საგრძნობლად ამცირებს ელექტროენერგიას და შესაბამისად კი ძლიერდება რეცხვის ეფექტი. ამიტომ აიღეთ ალუმინის კილიტა, გააკეთეთ გორგალი და ჩააგდეთ რეცხვის წინ სარეცხის მანქანის ბარაბანში, შედეგი ნამდვილად გაგაოცებთ. ალუმინის კილიტას ერთი და იგივე გორგალი შეგიძლიათ გამოიყენოთ ექვსი თვის განმავლობაში. P.S. უკეთესი იქნება სკეპტიკურად თუ არ შეხედავთ ამ მეტად მარტივ მეთოდს, უბრალოდ ერთხელ მოსინჯეთ, ვიდრე ხარჯოთ უაზროდ უამრავი ფული სარეცხის სხვადასხვა ძვირიან საშუალებებში და მით უმეტეს უშედეგოდ. იხილეთ აგრეთვე: სარეცხის მანქანა სოკოვან დაავადებებს იწვევს! როგორ გავწმინდოთ ის? თუ თქვენ სახლში აშრობთ სარეცხს- სასწრაფოდ შეწყვიტეთ! შეიხვიეთ ფეხები "ფოლგით" და რაც 1 საათში მოხდება, ნამდვილად გაგაოცებთ როგორ მოვაშოროთ სუნი ფეხსაცმელს? ეს და სხვა ხრიკები 5274 17-ს მოსწონს
|