x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
პორნოსექტა "კაულა დხარმა"-ანუ ჰარამხანა რუსულად

image

სექტის იდეოლგია ეყრდნობა ვედების კულტურას, ინდუიზმს, ეზიტერიზმს და აღვირახსნილ სექსუალურ კონტაქტებს, რომელიც ითვალიწინებს სექსტის ხელმძღვანელის მიმართ სრულ მორჩილებას.



იდუმალებით მოსილი სექტის ლიდერია მიტრადვანანდა პარამაჰამსა, შემოკლებით მიტრადევ, რომელიც ასე ითარგმნება:"წმინდა უზენაესი იოგი, უბრწყინვალესი ღმერთი, რომელიც იმყოფება მუდმივ ნეტარებაში."


ახალგამომცხვარმა გურუმ ეს სახელი ალბათ შთაბეჭდილების მოხდენის გამო დაირქვა, მეტის პასპორტშიც ეს სახელი ჩაწერა, აქამდე მას 39 წლის განმავლობაში სერგეი ერქვა.



თვითმარქვია მესია თავის თავს უწოდებს ბრაჰმანს და ტანტრას მოწაფეს და ქადაგებს თავის მიმდევრებისთვის ე.წ. სამყაროს სიყვარულს, მთავარი პირობაა-გურუს მიმართ სრული მორჩილება.


თუმცა, როგორც გაირკვა ეს მხოლოდ სიტყვებია, რელიგიასთან მას არავითარი კავშირი არა აქვს, "უწმინდესის"სწავლებაში დევს ჩვეულებრივ გაუმაძღარი სექსი.


სექტის მეთაური მოსკოვში ჩამოსულ გოგონებს ჯერ "დაამუშავებს", შემდეგ კი თავის აქტიულ მიმდევრებად აქცევს.როგორც გაირკვა გურუ "ცოლების" კმაყოფაზე ცხოვრობს."კაულა დხარმაში" ყოველმა გოგონან თვეში 1200 ევრო უნდა შეიტანოს, ეს მოქმედება არის "წმინდა" და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.


გურუს და მის მიმდევრებს სამსართულიანი კოტეჯი ჰქონდათ იჯარით აღებული მოსკოვის სიახლოვეს, მხოლოდ განსაკუთრებით რჩეულ გოგონებს ერგოთ პატივი "უწმინდესი გურუს" ჭერქვეშ ეცხოვრათ.


image

სამართალდამცავები სექტის საქმიანობით მას შემდეგ დაინტერესდნენ, როდესაც ბებია-ბაბუამ განცხადება შეიტანა პოლიციაში 5 წლის იაშას უკვალოდ გაქრობის შესახებ, როგორც გაირკვა დედა-ალექსანადრა ზიბოროვა არც ნაღვლობდა შვილის გაუჩინარებას, მალე სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ ალექსანდრა სექტა"კაულა დხარმას" აქტიური მიმდევარი იყო.


რაც უფრო ღრმად სწავლობენ სექტის საქმიანობას ოპერატიული მუშაკები, მით უფრო შოკიმომგვრელი ფაქტები ვლინდება.


სერგეი-ბრაჰმასთვის ეს გოგონები იყვნენ მძევლები, მონები, ცოლები და საყვარლები ერთად აღებული.


ყოველ გოგონას სოციალურ ქსელში ჰქონდა გახსნილი თავის გვერდი სექს-მომსახურეობის შესახებ, სადაც ფოტოები იდო და ფასები იყო მითითებული.

image

სექტის ერთ-ერთმა წევრმა ლეილეა ნასიბოვამ(ფსევდონიმი-გაზიზა უსლადოვა)ინტერნეტში შექმნა საკუთარი ვიდეოარხი ქალებისთვის.ქალმა ვიდეოარხი ნამდვილ ეროტიულ შოუდ აქცია, მოუთხრობდა მაყურებელებს, თუ როგორ არ უნდა დაუშვა, რომ ქვეყანას მოევლინოს ჩვილი, რომელსაც "სულიერი ნაკლი" გააჩნია.


სექტის წევრები მას "მოჩვენებებს" "ველურ ხორცს" უწოდებდნენ.

image

რა მოუვიდათ ბავშვებს? სექტის რამდენმა წევრმა მოიშორა ასეთი მეთოდით ბავშვები?გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ იგივე ბედი წელის 5 წლის იაშა ზიბოროვსაც.


დედას შესაძლოს ბავშვი სადმე მიატოვებინა, ან გაეყიდა, ან ყველაზე უარესი-მოეკლა კიდეც.






იხილეთ აგრეთვე:


ყველაზე გახმაურებული რიტუალური მკვლელობები


მკვლელი ცოლები და დედები


სისასტიკე და რელიგია ანუ "ღმერთის" სახელით ჩადენილი დანაშაულები


ჩარლზ მენსონი -მე-20 საუკუნის სატანა

0
2381
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
2381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0