სისხლის სამართალი გამვლელმა დაჯავშნული საინკასაციო მანქანიდან ერთი ვედრო ოქრო მოიპარა(ვიდეო) 2016, 1 დეკემბერი, 18:16 ნიუ-იორკის ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე გამვლელმა ისარგებლა მდგომარეობით და დაჯავშნული მანქანიდან ერთი სათლი ოქრო მოიპარა, რომლის ღირებულებაც 1, 6 მილიონი დოლარია.
როგორც სამართალდამცავები იუწყებიან, მამაკაცი, რომელსაც უნდა დაეცვა ძვირფასი ტვირთი, მანქანის კაბინაში დაბრუნდა მობილური ტელეფონისთვის.ეს პროცესი სულ რაღაც 20 წამი გრძელდებოდა.ამით ისარგებლა შემთხვევით ქუჩაში გამვლელმა, ჯერ კულტურულად დახედა ვერდოს, მიხვდა რა იყო იქ, შემდეგ კი წააცუნცულა. შემთხვევა მოხდა მანჰეტენზე 48 ქუჩაზე, მე-5 ავენიუს მახლობლად.CNN-ის ინფორმაციით ვედრო იწონიდა 86 ფუნტს. ეჭვმიტანილი ლათინომარიკული ეთნოსის წარმომადგენელია, 50-60 წლის, მისი სიმაღლე დაახლოებით 5 ფუტი და 6 დიუმია(165სმ). პოლიციამ 100 000$ დააწესა პრემია, ვინც ინფორმაციას მიაწოდებს ბრალდებულზე. იხილეთ ასევე: პოლონელმა მენაგვეებმა გადაგდებულ მტერსასრუტში 500 000 ევრო იპოვეს შვედეთში გაიხსნა მსოფლიოში პირველი მაღაზია, რომელსაც არც გამყიდველი ჰყავს, არც მოლარე და არც დაცვა მსოფლიოს ყველა დროის 3 უდიდესი თაღლითი ნამუსიანი ქურდები 330 8-ს მოსწონს 1-ს არა
|