x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138412
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
10 საგანი, რომელსაც სახლში წარუმატებლობა მოაქვს - მოიშორეთ ისინი!
image
ზოგჯერ ცხოვრებაში სრულიად უეცრად ყველაფერი უკუღმა მიდის და წარუმატებელი პერიოდი იწყება. არაფერი აღარ გამოგვდის, საქმეები ცუდად მიდის და ხასიათიც გვიფუჭდება. და ვიწყებთ მიზეზების ძებნას... სრულიად შესაძლებელია, რომ ამ ყველაფერის მიზეზი თავად ხართ, რადგან გარშემო ე.წ. ნეგატიური საგნები გაქვთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში ქაოსს წარმოშობენ. ამიტომ თუ ჰარმონიის აღდგენა გსურთ, თავი აარიდეთ ამ საგნებს:


1. "მკვდარი"საგნები


image

საქმე ეხება გამხმარ ყვავილებს, მოკლული ცხოველების ფიტულებს და ნიჟარებსაც კი. თუ გიყვართ ცოცხალი ყვავილები, ყურადღება მიაქციეთ, რომ დაჭკნობის შემთხვევაში აუცილებლად თავიდან მოიშოროთ. ნიჟარები კი რეგულარულად უნდა წმინდოთ, რათა თავიდან აიცილო ცუდ აურასთან დაკავშირებული პრობლემები.


2. სურათები, რომლებზეც ბუნებრივი კატასტროფებია გამოსახული


image
საუბარია არა მხოლოდ გლობალურ კატასტროფებზე, არამედ იმ ნახატებზეც, რომლებზეც ასახულია ძლიერი წვიმა, ზვავი და სხვა მოლენები, რომლებიც უსიამოვნო ემოციებს იწვევს.

3. კენტად დარჩენილი ოდესღაც წყვილი საგნები

თუ სახლში ან საკუჭნაოში ცალი თხილამური ან ცალი ბოტასი გაქვთ შემორჩენილი, რომელიც ოდესღაც ძალიან მოგწონდათ, მაგრამ მისი წყვილი დაკარგეთ, დროა ისიც გადააგდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება წარუმატებლობის მიზეზი გახდეს.

4. გაჩერებული საათი


image

საათის გაჩერება ძალიან ცუდი ნიშანია, ამიტომ იზრუნეთ იმაზე, რომ სახლში ყველა საათი მუშაობდეს. თუ გაგიფუჭდათ და შეკეთება შეუძლებელია, გულიც არ დაგწყდეთ, ისე გადააგდეთ.

5. გაცვეთილი ცოცხი

ის, რითაც სახლში წესრიგსა და სისუფთავეს ინარჩუნებთ, თავადაც წესრიგში უნდა იყოს. თუ თქვენი ცოცხი უკვე დაძველდა და ღერებად იშლება, გადააგდეთ და ახალი შეიძინეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამბობენ, რომ ეს ფინანსურ დანაკარგებს მოგიტანთ.

6. ფოტოები, რომლებიც დადებით ემოციებს არ აღგიძრავთ



ყველაფერი, რაც თქვენში ნეგატიურ ემოციას აღძრავს, უნდა გაიტანოთ სახლიდან! სრულიად ლოგიკურია...

7. წვრილმანი ნაგავი ჯიბეში, ჩანთაში, საფულეში

როგორც ამბობენ, ამგვარი წვრილმანებით იწყება მსხვილი პრობლემები. იმისათვის, რომ თქვენს ცხოვრებაში ჰარმონია იყოს, შეეცადეთ ყველა ნივთი წესრიგში გქონდეთ.

8. საგნები, რომლებსაც 3 წელზე მეტია არ იყენებთ


image

მათში ინერტული ენერგია გროვდება, ამიტომ აფერხებენ განვითარებას თქვენს ირგვლივ.

9. გატეხილი მინა და ჭურჭელი


image

გატეხილი მინა განასახიერებს საფრთხეს, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სახლში ფანჯრები, ჭურჭელი და სხვა მყიფე საგნები ყოველთვის მთელი იყოს! ხოლო გატეხილი კი დაუყოვნებლივ უნდა გადავაგდოთ.

10. ძველი ნივთები

თუ ძველი ტანსაცმელი გადასაგდებად არ გემეტებათ, მიეცით იგი ქველმოქმედებისთვის. არ ღირს სახლში შეინახოთ ის, რასაც აღარასოდეს გამოიყენებთ.


ასევე საინტერესოა:


1. საგნები, რომელთა ჩუქებაც არ შეიძლება - ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ!

2. როგორ ავიხდინოთ სურვილი წყლით სავსე ჭიქის გამოყენებით - უძველესი საოცარი მეთოდი!

3. რა განსხვავებაა თეთრ და ყავისფერ კვერცხებს შორის? - ეს უნდა იცოდეთ!

4. რატომ არის Apple-ის ლოგოტიპი ჩაკბეჩილი ვაშლი - ემოციური ისტორია




0
11964
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
11964
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0