სხვა მკურნალობა მურაბით (+ «ხუთწუთიანი» მურაბის და სამკურნალო მურაბების რეცეპტები) 2017, 26 იანვარი, 11:08 წლის ცივ სეზონზე ჩვენ განსაკუთრებით გვიყვარს ცხელი ჩაი და სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვა, თუ რასთან უკეთესია ჩაის მირთმევა? ბევრი ამ სეზონისთვის, ჯერ კიდევ ზაფხულში, მოემზადა და სხავდასხვა სახის მურაბა მოამზადა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, თუ კონკრეტულად, რომელ მურაბას რა სარგებლობა მოაქვს.
ზოგიერთი მურაბა მხოლოდ სასარგებლო და გემრიელი კი არა, კარგი სამკურნალო საშუალებაც არის. ქვემოთ წარმოგიდგენთ «წამალი» მურაბების სიას: ჟოლოს მურაბა საუკეთესო წამალი არის გაციების და გრიპის დროს. გამოიყენება სიცხისდამწევ და ოფლსადენ საშუალებად. სასარგებლოა დაქვეითებული იმუნიტეტის დროს, აუნჯობესებს გულის მუშაობას და ასტიმულირებს სისხლწარმოქმნას. ჟოლოს მურაბას აქვს ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და შარმდენი თვისებები. რეცეპტი: ჟოლლო — 1 კგ. შაქარი — 1, 5 კგ. კენკრა მოათავსეთ ემალირებულ თასში 1-2 ფენად > დააყარეთ შაქარი და მაცივარში შედგით 8-10 საათი > ამის შემდეგ, დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და ადუღეთ 20 წუთი. ბაბუაწვერას მურაბა სასარგებლოა ჰეპატიტის, ქოლეცესტიტის და შარდ-კენჭოვანი დაავადება დროს. ის აღადგენს ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაზიანებულ უჯრედებს და არის კარგი პროფილაქტიკური საშუალება ასთმის და ბრონქიტის დროს. რეცეპტი: მოაგროვეთ 360-400 გრამი ბაბუაწვერას ყვითელი ყვავილი, ყვავილსაჯდომიანად, მაგრამ ღერო ძირში უნდა იყოს მოჭრილი > ყვავილები გარეცხეთ > დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი > მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და 2 წუთი ადუღეთ > თუშფალანგი დადგით ემალირებულ თასზე > ზემოდან დააფინეთ მარლა > გადაწურეთ ნახარში, ხოლო მარლაზე დარჩენილი ყვავილები კარგად გაწურეთ > ნახარში ჩაყარეთ 7 ჭიქა შაქარი > დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე და ადუღების მომენტიდან, 7 წუთი ადუღეთ. შავი მოცხარის მურაბა ეს მურაბა მინერალების, ვიტამინების და ანტიოქსიდების ნამდვილი საწყობი არის. თუ მურაბა სწორედ არის მომზადებული, ის საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. რეცეპტი: მოცხარი — 1 კგ. შაქარი — 1, 5 კგ. წყალი — 1, 5 ჭიქა გარეცხეთ მოცხარი > გააშრეთ > ჩაყარეთ მდუღარე სიროპში > ხარშეთ მხოლოდ 5 წუთი. ძახველას მურაბა ძალიან სასარგებლოა გაციების პირველი ნიშნების დროს. ასევე, ძალიან კარგია კანისთვის – აქრობს ანთებას და შველის აკნეს. რეცეპტი: ძახველას ნაყოფი მოაცილეთ ტოტებს და გარეცხეთ > მოათავსეთ თუშფალანგში და მდუღარე წყალი გადაავლეთ > გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში, კურკებთან ერთად > შეურიეთ შაქარს, გემოვნების მიხედვით და შეინახეთ მაცივარში. კენკრა მწარე არის და ამიტომ ის პირველი ყინვის შემდეგ უნდა მოიკრიფოს. ყინვა რომ მოხვდება, სიმწარე გაუვლის და უფრო გემრიელი იქნება. ცირცველის მურაბა არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ამცირებს არტერიულ წნევას. სასარგებლოა ათეროსკლეროზის, სისხლის შედედების დარღვევის, რევმატიზმის, ალერგიის და შაქრიანი დიაბეტის დროს. აუმჯობესებს ღვიძლის და ენდოკრინული სისტემის მუშაობას, აძლიერებს იმუნიტეტს. რეცეპტი: ცირცველი — 1 კგ. შაქარი — 1, 5 კგ. კენკრა გარეცხეთ > დაალბეთ მდუღარე წყალში 6-8 წუთი > გადაწურეთ წყალი და დაასხით ცხელი სიროფი (1 კგ შაქარი 1 ლ. წყალზე) > გააჩერეთ 2 საათი > დადგით ცეცხლზე და როდესაც ადუღდება, ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი > გააჩერეთ 6-9 საათი > დააყარეთ 500 გრ. შაქარი და კიდევ 10 წუთი ხარშეთ. ქაცვის მურაბა ქაცვის მურაბა აძლიერებს იმუნიტეტს, მაგრამ მისი ყოველდღე მირთმევა არ შეიძლება. ის გაჯერებული არის ნახშირწყლებით, რაც ორგანიზმისთვის რთულად მოსანელებელი არის. რეცეპტი: ქაცვი — 1 კგ. შაქარი — 1, 2 კგ. ოდნავ მოუმწიფებელი კენკრა გარეცხეთ > დააყარეთ შაქარი > 5-6 საათი დადგით გრილ ადგილზე > ქაცვის მიერ გამოშვებული წვენი დადგით ცეცხლზე > ქაფს რომ მოხდით, წვენი გადაანაწილეთ სტერილიზებულ ცხელ ქილებში > 0, 5 ლ. ქილები 15 წუთი ადუღეთ, ხოლო 1 ლ. – 20 წთ. მარწყვის მურაბა რაც შეეხება ხენდროს (მას შეცდომით მარწყვს ვეძახით) მურაბას, ის სასარგებლოა თირკმელების დაავადებების დროს, იმიტომ რომ დადებითად მოქმედებს თირკმელების ფილტრაციის ფუნქციაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ მურაბას შარმდენის ფუუნქცია აქვს. იმის თქმა, თუ რომელი მურაბა არის ყველაზე სასარგებლო, მართლაც რომ რთულია. რადგან თითოეულ მათგანს თავისი, უნიკალური, სასარგებლო თვისებები აქვს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის «ხუთწუთიანი» არის. მურაბა «ხუთწუთიანი» 1 კგ. ხილზე – 0, 8-1, 5 კგ. შაქარი არის საჭირო. მაგრამ, პროპორციებს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, შაქარი შეგიძლიათ გემოვნების მიხედვით დაამატოთ. ამ ტექნოლოგიით ნებისმიერი სახის ხილიდან შეიძლება მურაბის მომზადება. თუ ხილი დიდი ზომის არის, ქერქი, კურკა და სხვა ნაწილები მოაცილეთ და რბილობი 2-3 სმ. სიდიდის ნაჭრებად დაჭერით. 1. გამზადებული ხილი (კენკრა) მოათავსეთ თასში და შაქარი დააყარეთ. ვიდრე წვენი გამოუვა, სასურველია გრილ ადგილზე დადგმა. დაელოდეთ, ვიდრე მთელი შაქარი არ გადნება, მაგრამ არაუგვიანეს 12 საათისა. 2. მიიყვანეთ დუღილის ტემპერატურამდე > მოაცილეთ ქაფი, თან ფრთხილად ურიეთ, რომ შაქარი არ მიიწვას და არც ხილი დაზიანდეს > ხარშეთ 5 წუთი. 3. გააჩერეთ ასე 4-8 საათი > შემდეგ, დადგით ცეცხლზე და კიდევ 5 წთ. ადუღეთ. 4. საერთო ჯამში, იგივე წესით (4 სთ. გაგრილება, 5 წუთი დუღილი), 3-4-ჯერ უნდა წამოადუღოდ, ვიდრე მურაბა არ გასქელდება. ბოლო წამოდუღების წინ, გაასტერილეთ ქილები და თუნუქის სახურავები და როდესაც დაასრულებთ მომზადებას, მაშინვე ჩაასხით ქილებში, დაახურეთ თავსახურები და მოხუფეთ. შენიშვნა: ცხელი მურაბის ჩასხმის დროს, ქილა რომ არ გასკდეს, ვიდრე მასში მურაბას ჩაასხავთ, ცოტა ხნით, გადმობრუნებილი ქილა მურაბის ორთქლზე გააჩერეთ. P. S. გამზადებული მურაბის შეძენისას, დიდი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ. აუცილებლად უნდა წაიკითხოთ პროდუქტის შემადგენლობა და თუ აღნიშნული იქნება, რომ მასში მხოლოდ ხილი, შაქარი და წყალი შედის, თქვენს წინაშე კარგი მურაბაა, ხოლო თუ მის შემადგენლობაში საღებავი, Е ჯგუფის კონსერვანტები ან სხვა დანამატებია, მაშეი ასეთი მურაბის ყიდვა არა ღირს. 2814 12-ს მოსწონს 1-ს არა
|