კინო ქართველი მსახიობის წარმატება ჰოლივუდში 2016, 30 ნოემბერი, 22:06 17 ნოემბერს AFI Fest-ზე შედგა ამერიკული ბლოკბასტერის პრემიერა "პატრიოტის დღე", რომლის რეჟისორი და სცენარის ავტორი გახლავთ პიტერ ბერგი.
21 დეკემბრიდან ფილმი შეზღუდული რაოდენობით გავა ეკრანებზე, ხოლო 2017 წლის 13 იანვრიდან ფართო რეალიზი მოხდება. მთავარ როლს ფილმში მარკ უელბერგი ასრულებს, მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ფილმში ახალგაზრდა ქართველ მსახიობს, 24 წლის თემო მელიქიძეს შეხვდებით. ქართველი მსახიობი ტერორისტის როლს თამაშობს, რომელმაც 2013 წელს ბოსტონის მარათონის დროს ტერაქტი მოაწყო. AFI Fest-ზე პრემიერის შემდეგ თემო მელიქიძე ლეგენდარულ მსახიობებთან წითელ ხალიჩაზე მოხვდა. "ეს იყო წითელ ხალიჩაზე პირველი გასვლა და როგორ გითხრათ, ბავშვობიდანვე მაგ მომენტზე ვოცნებობდი..სიზმარში მეგონა თავი და კიდევ ეხლაც სიზმარში მგონია თავი და არ ვიღვიძებ"-აღნიშნა მელიქიძემ "რუსთავი"-2-თან ინტერვიუში. მთავარ სცენაში თემო მელიქიძეს პარტნიორი, ოსკაროსანი ჯ.კ სიმონსია, ფილმში მთავარ როლს კიდევ ერთი ოსკაროსანი მარკ უელბერგი ასრულებს. თემო მელიქიძე ჩეჩენი ტერორისტის როლს თამაშობს, ეს უკვე თემოსთვის მეორე პროექტია ჰოლივუდში, მანამდე მან სერიალ "24 ლეგალისში" ითამაშა რომელიც ცნობილი სერიალის "24 საათის" ანალოგია, სადაც მთავარ როლს კიფერ საზერლენდმა ასრულებდა. სერიალის პრემიერა 5 თებერვალს შედგება. თემო მელიქიძის შესახებ უკვე დაწერა პრესტიჟულმა hollywood reporter-მა. პატარა იყო თემო, როდესაც მისი ოჯახი ბელგიაში საცხოვრებლად გაემგზავრა, სწავლა ნიუ-იორკში გააგრძელა, 10 თვის წინ კი ჰოლივუდში ჩავიდა და იქ მოსინჯა ბედი. "ველოსიპედით წინ და უკან დავდიოდი და ნებისმიერ პოზიციას ვეძებდი..ადვილი არ იყო, იქაც არავის არ ვიცნობდი"-იხსნებს თემო. "ჩემი ოცნება იქნება ჩამოვიდე საქართველოში და ოჯახთან ერთად, ჩემს მეგობრებთან ერთად, ქართველებთან ერთად ვნახო ეს კინო და დავესწრო ჩემს პირველ დიდ პრემიერას საქართველოში"-დასძინა თემომ. 921 10-ს მოსწონს 1-ს არა
|