საზოგადოებრივი თოვლის პაპა არ არსებობს!-გეყოთ ბავშვების მოტყუება! 2016, 30 ნოემბერი, 10:08 ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ თავს მოახვიო მიმნდობ ბავშვებს საახალწლო სასწაულები ცუდია.
პროფესორმა კრისტოფერ ბოილმა(Christopher Boyle)ექსეტერის უნივერსიტეტიდან (University of Exeter) თავის კოლეგასთან კეტი მაკეისთან(Kathy McKay) ერთად სამეცნიერო ჟურნალ Lancet Psychiatry-ში გამოქვეყნეს სტატია, სადაც წერენ, რომ არაა საჭირო მოატყუოთ ბავშვებს, რომ სანტა -კლაუსი (ჩვენებურად თოვლის პაპა(ბაბუა))არსებობს. ბრიტანელი მეცნიერების დასკვნა ასეთია:როდესაც წამოიზრდებიან პატარები ხვდებიან, რომ სინამდვილეში მათ ატყუებდნენ, რომ სანტა-კლაუსი ცხოვრობს ლაპლანდიაში, თუ სადღაც ჩრდილოეთ პოლუსზე, დადიან ციგებით და არიგებენ საჩუქრებს..ისიც შეიძლება, რომ მას მისწერო წერილი, მოუთხრო შენი კარგი საქციელის შესახებ და მოსთხოვო საჩუქრები. სტატიის ავტორები ამტკიცებენ, რომ შემდგომ ბავშვები როცა წამოზრდებიან ჩაფიქრდებიან, მხოლოდ ეს იყო რასაც მშობლები მატყუებდნენ წლების განმავლობაში?დასკვნა შეიძლება ცალსახა იყოს:თუ მშობლებიც მატყუებდნენ, არავის ნდობა არ შეიძლება, ირგვლივ მხოლოდ სიცრუეა.ეს კი მათზე იმოქმედებს, როგორც სამყარის აღთქმის თვალსაზრისით, ასევე ფსიქიკაზე. სხვათა შორის ბოილის და მაკეის დასკვნა საკმაოდ ურთიერთსაწინააღმდეგოა, ისინი ამტკიცებენ:სინამდვილეში მშობლებს სჭირდებათ თოვლის პაპა, რომ თუნდაც მცირე ხნით დაიბრუნონ ბავშვობის სიხარული და ის განცდები, როდესაც სანტა კლაუსი მათ სტუმრობდა და საჩუქრებს ურიგებდა, ამასთანავე რეკომენდაციას იძლევიან აღარ მოატყუონ ბავშვები. 148 9-ს მოსწონს 1-ს არა |
თოვლის ბაბუას სხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ მაინც...