სიახლეები რატომ უნდა შეწყვიტოთ აბაზანის ღრუბლის გამოყენება და რა საფრთხეებს შეიცავს ის 2016, 29 ნოემბერი, 11:24 ალბათ ყველა ხმარობთ აბაზანის ღრუბელს და კმაყოფილები ხართ, რადგან წარმოუდგენელია აბაზანის ღრუბელის გარეშე ბანაობა, მაგრამ დაფიქრებულხართ რა საფრთხეებს შეიცავს ის? აბაზანის ღრუბელი ერთი შეხედვით უწყინარი და მეტად საჭირო ნივთი შეიძლება უამრავი დაავადების მიზეზი გახდეს. ის მავნებელია თქვენი კანისთვის და უდიდეს რისკს უქმნის კანის ჯანმრთელობას, აბაზანის ღრუბელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია კანის დაავადების გამომწვევ ფაქტორთა შორის, მასზე არსებული მკვდარი უჯრედები და ობის ბაქტერიები შესაძლოა გაკაწრულ სხეულში მისი განმეორებით გამოყენების დროს მოხვდეს და უკვე შიგნით განაგრძოს ბაქტერიებმა არსებობა. არ შეიძლება აბაზანის ღრუბელი გამოიყენოთ მრავალჯერ . თუ თქვენ მაინც და მაინც ვერ ელევით ამ ნივთს მაშინ გამოყენების შემდეგ კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. ასე მეტნაკლებად დაიცავთ თავს მოსალოდნელი საფრთხეებისგან. 63 3-ს მოსწონს
|