x
ეს უნდა იცოდეთ!ნახეთ როგორ მოქმედებს სმარტფონის სინათლე თქვენს ტვინზე
image
არის რაღაც საოცრად ძლიერი იმ ცისფერ სინათლეში, რაც ჩვენი სმართფონების, ლეპტოპების და ტაბლეტების ეკრანის დიზაინერებმა შექმნეს. ამ ეკრანების სინათლე იმდენად კაშკაშაა, რომ ჩვენ შეგვიძლია მისი დანახვა მზიანი დღისითაც კი. ღამის განმავლობაში კი, ისინი პატარა ფანჯრებივით აპარებენ დღის სინათლეს ჩვენს ოთახებში. მეცნიერებმა დაადგინეს თუ რატომ არის ღამით ტელეფონის ეკრანის ყურება ცუდი იდეა, მაგრამ მაინც გიძნელდებათ ამის შეწყვეტა.

ჩვენი სხეული ბუნებრივად მიჰყვება ციკლს, რომელიც გვეხმარება დღის განმავლობაში ფხიზლად დარჩენაში და ღამით საკმარისი დასვენების მიღებაში. მაგრამ როდესაც ჩვენ ვუყურებთ ამ სმართფონების თუ სხვა მსგავსი მოწყობილობების ეკრანებს, მაშინ როცა ვემზადებით ძილისთვის, ჩვენი ტვინი იბნევა. მათ სინათლეს იგივე ეფექტი აქვს მხედველობაზე როგორიც დილის მზის სხივებს, რაც აიძულებს ტვინს შეაჩეროს მელატონინის ე.წ "ძილის ჰორმონის" გამოყოფა. სმარტფონის გამოყენბა წილის წინ, მელატონინის წარმოქმნის დარღვევით, იწვევს თქვენი ძილის ციკლის დარღვევას, რაც შემდგომში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამომწვევი ხდება.image

ამ პრობლემასთან საბრძოლველად აპლიკაციების მწარმოებლებმა შეიმუშავეს მსგავსი პროგრამები როგორებიცაა f.lux ანდროიდის მომხმარებლებისთვის, ხოლო ეფლის მომხმარებლებისთვის ღამის რეჟიმი. ისინი არეგულირებენ ეკრანის მიერ გამოსხივებულ ღია ტონებს, იმისთვის რომ მოაშოროს კაშკაშა ლურჯი სინათლე ეკრანებიდან დღე-ღამის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ეს პროგრამები ეკრანზე წარმოქმნიან ნარინჯისფერ ელფერს, რომელიც ნაკლებად მკვეთრად ხვდება მომხმარებლის თვალს. ბევრი მომხმარებელი აღიარებს ამ პროგრამებისსასარგებლო ეფექტს.ამავდროულად არსებობს კვლევები იმის შესაღებ რომ მიმქრალ განათებას შეუძლია ძილის ფუნქციის გაუმჯობესება, მაგრამ ეს თემა ჯერ კიდევ საჭიროებს უფრო მეტ კვლევას.image

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პროგრამული გაუმჯობესებები არაა მიზანშეწონილი სხვადახვა გაჯეტების გამოყენება მაშინ, როდესაც ემზადებით ძილისთვის. ამან შეიძლება იმაზე მეტი გართულება გამოიწვიოს ვიდრე მელატონინის წარმოქმნის დარღვევაა.



უკეთესი იქნება, თუ ძილის წინ ეკრანებისგან თავს შორს დაიჭერთ, სულ მცირე განდევნეთ ისინი თქვენი საწოლის მიმდებარე ტერიტორიებიდან.

4
96
4-ს მოსწონს
ავტორი:თამარ ლომსაძე
თამარ ლომსაძე
96
  
2016, 30 ნოემბერი, 16:44
გამოგივიდა?
2016, 29 ნოემბერი, 0:52
ამ წუთასაც ვასრულებ:-D
2016, 29 ნოემბერი, 0:41
ძნელი შესასრულებელი კი არის
2016, 28 ნოემბერი, 22:54
კარგი რჩევაა, ვეთანხმები ავტორს. გავაზიარე
0 1 4