x
რაც უფრო მეტს ვარჯიშობთ, მით უფრო დიდი ტვინი გაქვთ
ტვინიკიდევ ერთი მიზეზი ვარჯიშისთვის : რაც მეტს ვარჯიშობთ, მით უფრო დიდი ტვინი გაქვთ.

აი თქვენი მოტივაცია იმისთვის რომ ადგეთ და გაინძრეთ, თუნდაც ცივ ზამთარში :

ახალი კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ "Neurology"-ში ამტკიცებს რომ ადამიანებს რომლებიც არ იყვნენ ფიზიკურად აქტიურები საშუალო ასაკში ქონდათ შედარებით მცირე ზომის ტვინი, ვიდრე მათივე ასაკის სხვა პიროვნებებს 20 წლის შემდეგ .


ახალ კვლევაში მეცნიერებმა შეისწავლეს 1, 583 ქალი და მამაკაცი, რომლებსაც არ ქონდათ გულის დაავადება და არ იყვნენ გონებრივად ჩამორჩენილები. დაკვირვებაში მონაწილე პირებმა ივარჯიშეს სარბენ ბილიკზე, რათა მკვლევარებს შეემოწმებინათ მათი ფიზიკური დონე. ოცი წლის შემდეგ, კვლევაში მონაწილე ადამიანებმა გაიარეს კიდევ ერთი ფიტნეს ტესტი და ჩაუტარდათ ტვინის სკანირება.



imageტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ საშუალო ასაკში მყოფ ადამიანებს რომლებიც შედარებით ძნელათ იტანდნენ ფიზიკურ დატვირთვას, უფრო სავარაუდოა, რომ წლების შემდეგ ექნებათ შედარებით მცირე ზომის ტვინი, ვიდრე მათ, ვისაც საშუალო ასაკში შეეძლოთ მეტი ფიზიკური დატვირთვისთვის გაეძლოთ. მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ უფრო სავარაუდოა, რომ ადამიანებს, რომლებსაც ფიზიკური დატვირთვისას არტერიული წნევა და პულსი შედარებით სწრაფად უვარდებოდათ მაღლა აქვთ შედარებით მცირე ზომის ტვინი. შედარებით სწრაფი გულისცემა და მაღალი არტრიული წნევა შესაძლოა მიუთითებდეს ფიზიკულტურის არარსებობას.


imageჯერ კიდევ არ არის ცნობილი ცხოვრების რა მომენტში უფრო მნიშვნელოვანია ვარჯიში ტვინის მოცულობისთის, კვლევის ავტორი ნიკოლ სპარტანო ამბობს :" ჩვენი კვლევიდან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ საშუალო ასაკში თუ ცხოვრების უფრო გვიანდელ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია ვარჯიში ტვინის მოცულობისთვის. ვიმედოვნებ, რომ მომავალ კვლევებში შევისწავლი ამ სხვაობას და დავადგენ რომელი უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ, სავარაუდოა რომ ორივე პერიოდი მნიშვნელოვანია

მნიშვნელოვანია "

3
110
5-ს მოსწონს
ავტორი:თამარ ლომსაძე
თამარ ლომსაძე
110
  
2016, 7 სექტემბერი, 14:46
O.m.g საინტერესო და სასარგებლო სტატიააა. წარმატებებიიი
2016, 4 სექტემბერი, 20:58
უღრმესი მადლობა .
2016, 4 სექტემბერი, 20:56
კარგი დასაწყისია, ასე გააგრძელეთ!
0 1 3