სიახლეები ეს უნდა იცოდეთ!ნახეთ როგორ მოქმედებს სმარტფონის სინათლე თქვენს ტვინზე 2016, 28 ნოემბერი, 22:51 ![]() არის რაღაც საოცრად ძლიერი იმ ცისფერ სინათლეში, რაც ჩვენი სმართფონების, ლეპტოპების და ტაბლეტების ეკრანის დიზაინერებმა შექმნეს. ამ ეკრანების სინათლე იმდენად კაშკაშაა, რომ ჩვენ შეგვიძლია მისი დანახვა მზიანი დღისითაც კი. ღამის განმავლობაში კი, ისინი პატარა ფანჯრებივით აპარებენ დღის სინათლეს ჩვენს ოთახებში. მეცნიერებმა დაადგინეს თუ რატომ არის ღამით ტელეფონის ეკრანის ყურება ცუდი იდეა, მაგრამ მაინც გიძნელდებათ ამის შეწყვეტა. ჩვენი სხეული ბუნებრივად მიჰყვება ციკლს, რომელიც გვეხმარება დღის განმავლობაში ფხიზლად დარჩენაში და ღამით საკმარისი დასვენების მიღებაში. მაგრამ როდესაც ჩვენ ვუყურებთ ამ სმართფონების თუ სხვა მსგავსი მოწყობილობების ეკრანებს, მაშინ როცა ვემზადებით ძილისთვის, ჩვენი ტვინი იბნევა. მათ სინათლეს იგივე ეფექტი აქვს მხედველობაზე როგორიც დილის მზის სხივებს, რაც აიძულებს ტვინს შეაჩეროს მელატონინის ე.წ "ძილის ჰორმონის" გამოყოფა. სმარტფონის გამოყენბა წილის წინ, მელატონინის წარმოქმნის დარღვევით, იწვევს თქვენი ძილის ციკლის დარღვევას, რაც შემდგომში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამომწვევი ხდება. ![]() ![]() უკეთესი იქნება, თუ ძილის წინ ეკრანებისგან თავს შორს დაიჭერთ, სულ მცირე განდევნეთ ისინი თქვენი საწოლის მიმდებარე ტერიტორიებიდან. 96 4-ს მოსწონს
|