სხვა მხოლოდ ილია ll-ის გამოსახულება გადარჩა 2016, 28 ნოემბერი, 21:03 ცაგერის რაიონის სოფელ ლაილაშში მდებარე საჯარო სკოლა ხანძარმა იმსხვერპლა. ისტორიულ შენობას, რომელიც 1872 წელს აშენდა ბოლო რამდენიმე საათში მოეღო. ადგილზე მუშაობდა 5 სახანძრო მანქანა, თუმცა სკოლის გადარჩენა ვერ მოხერხდა (არავინ დაშავებულა). ყველაზე უცნაური ის არის, რომ ხანძარს ვერაფერი გადაურჩა გარდა პლაკატებისა, რომლებზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ის გამოსახულებები და ნაწყვეტები ქადაქებიდან იყო დატანილი.
ისინი ჩემმა მეგობრებმა იპოვეს. ეს ნამდვილი საწაულია.
შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ, ასეთ ხანძარს როგორ გადურჩა ფურცელი? გაითვალისწინეთ ისიც, რომ სკოლაში არსებული ინვენტარი სრულიად განადგურადა. საოცრად მტკივა გული. 287 6-ს მოსწონს
|