x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
უკრაინის უშიშროების სამსახურმა ყირიმიდან ორი რუსი სამხედრო გაიტაცა

image უკრაინის უშიშროების სამსახურმა ყირიმიდან ორი რუსი სამხედრო გაიტაცა.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ორი სამხედრო–ზემდეგი და უმცროსი სერჟანტი გაიტაცეს ყირიმიდან ნიკოლაევსკის ოლქში უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა. უკრაინული სპეცსამსახურის ინფორმაციით კი მათ დააკავეს დეზერტირები, რომლებსაც ჩადენილი აქვთ სისხლის სამართლის დანაშაული.
როგორც " РИА Новости"–ი იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ყირიმიდან უკრაინის სპეცსამსახურის მიერ გატაცებულ იქნა რუსეთის თავდაცვის უწყების ორი სამხედრო მოსამსახურე.
"20 ნოემბერს 13:00 წუთზე მოსკოვის დროით, უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს და ყირიმიდან გაიყვანეს ნიკოლაევსკში რუსეთის სამხედრო მოსამსახურეები: ზემდეგი მაქსიმე ევგენის ძე ოდინცოვი და საკონტრაქტო სამსახურის უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ვიაჩესლავის ძე ბარანოვი"–იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახური.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით არის საშიშროება დაკავებულების მისამართით მოხდეს ბრალდების წაყენება–უკრაინის წინააღმდეგ მოქმედება და უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ ყოფნა (უკრაინა არ ცნობს ოკუპირებულ ყირიმს რუსეთის ტერიტორიად). არც იმას გამორიცხავენ, რომ "აღიარებითი ჩვენების" მისაღებად სამხედროებზე განხორციელდეს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა.
"ვთვლით, რომ ესაა მორიგი პროვოკაცია რუსეთის მოქალაქეების მისამართით უკრაინული სპეცსამსახურების მხრიდან და მოვითხოვთ დაკავებულების უსწრაფეს დაბრუნებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე"–განაცხადეს რუსეთის სამხედრო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.
უკრაინის უშიშროების სამსახურმა კი განმარტა, რომ აღნიშნული პირები მათ არ გაუტაციათ არამედ დააკავეს როგორც დეზერტირები, რადგან აღნიშნული პირები უკრაინის არმიაში მსახურობდნენ მანამ, სანამ რუსეთის მიერ არ მოხდა ყირიმის მიტაცება. ყირიმის ოკუპაციის მერე აღნიშნულმა პირებმა დაიწყეს სამსახური საოკუპაციო სამხედრო ძალებში, რის გამოც დეზერტირობისათვის დავაკავეთ"–ასეთი იყო სპეცსამსახურის პრეს–სამსახურის განმარტება.

უკრაინულმა კონტრდაზვერვამ სპეცოპერაცია ჩაატარა ოკუპირებულ სევასტოპოლში.

0
208
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0