პროფილაქტიკა საკვები პროდუქტები, რომელიც ღვიძლს იცავს! 2016, 30 ნოემბერი, 15:17 ღვიძლს ორგანიზმის უდიდეს ბიოქიმიურ ლაბორატორიას უწოდებენ. იგი ყველაზე დიდი ჯირკვალია, მუცლის ღრუს მარჯვენა ზედა ნაწილში მდებარეობს და დიაფრაგმას, მუცლის კედელს, კუჭსა და ნაწლავებს იოგებით ემაგრება, ხოლო გარედან თხელი ფიბროზული გარსი - კაფსულა ფარავს. ეს რბილი, მაგრამ საკმაოდ მკვრივი მოწითალო-მოყავისფრო ორგანო 4 წილისგან შედგება. ბრიტანელ მეცნიერებმა კიდევ ერთი საინტერესო კვლევა ჩაატარეს პროფესორების დახმარებით, გამოაშკარავეს იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც ღვიძლის დაცვაში საკმაოდ ეფექტურია. წარმოგიდგენთ ამ პროდუქტებს! ნიორი - აქტივაციას აძლევს ღვიძლის ფერმენტებს და ხელს უწყობს ტოქსინების ორგანიზმიდან განდევნაში. ვინაიდან ნიორი შეიცავს ალიცინს, რომელიც ეხმარება ღვიძლს დეტოქსიკაციაში. ჭარხალი და სტაფილო - ორივე მათგანი შეიცავს ბეტაკაროტინს, რაც ღვიძლის ფუნქციის აღდგენაში დაგეხმარებათ. ჭარხალი სხეულიდან მძიმე მეტალებსაც დევნის.
ვაშლი - მინერალებით და ვიტამინებით მდიდარ ხილის ამ სახეობას, ასევე შეუძლია ღვიძლის დაცვაც, რადგან ვაშლი მდიდარია ბოჭკოებით და საჭმლის მონელების სისტემის დახმარებით, ორგანიზმიდან დევნის მავნე ნივთიერებებს. აქედან გამომდინარე, ღვიძლს უმარტივდება ფუნქციონირება. ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო - ორივე მათგანის შემცვლელობაში შედის გოგირდი და გლუკოზინოლატი, რომელიც ძლიერ დეტოქსიკაციას იძლევა. რაც ღვიძლიდან მავნე ნივთიერებების განდევნაში დაგეხმარებათ. არტიშოკი - ეხმარება ფერმენტების წარმოებას, ღვიძლის უჯრედებს არემონტებს და ხელს უშლის ცხიმიანობას. კურკუმა - აძლიერებს ღვიძლს და ხელს უწყობს ცხიმების მონელებს. კოჭა - World Journal of Sagtroenterologynin-ის კვლევების შედეგად დადგინდა, რომ კოჭა ეფექტურად იცავს ღვიძლს ცხიმიანობისგან. მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული - ისპანახი, წიწმატი, არუგულა და სხვა. მდიდრები არიან ქლოროფილის შემცვლელობით, რაც იწოვს მავნე ტოქსინებს, რომელიც ორგანიზმში გროვდება. ასევე საკმაოდ ეფექტურად მუშაობს მძიმე მეტალების და ქიმიკატების წინააღმდეგ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი იხილეთ ასევე: 1 - 10 ოქროს წესი, ძლიერი იმუნური სისტემისთვის! 2 - ყურადღება! ტატუმ შეიძლება კიბო გამოიწვიოს! 3 - რას ნიშნავს სიწითლე თვალებში?! 4 - რატომ გვინაოჭდება ხელები წყალში?! 5 - ტვინის განვითარების 10 ხერხი - მეცნიერების რჩევები!
3518 7-ს მოსწონს
|