x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რატომ არ უნდა დავლიოთ ენერგეტიკული სასმელები
დღეს ფართოდ მოვიხმართ ყოველდღიურ ცხოვრებაში ენერგეტიკულ სასმელებს, რომელიც ზაფხულში გაგრილების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს, ხოლო წელიწადის სხვა დროებში კი უბრალოდ მატონიზირებელ, კოფეინით გაჯერებულ სასმელს, რომელიც გვმატებს მეტ შრომისუნარიანობას. თუმცა იმაზე არავინ დაფიქრებულა, რომ მას შეუძლია ასევე გამოიწვიოს ტრაგიკული შედეგები.


image


რატომ არ უნდა დავლიოთ ენერგეტიკული სასმელები?


2014 წლის ზაფხულში Lanna Hamann-ი მეგობრებთან ერთად შვებულების გასატარებლად წავიდა მექსიკაში. ბედნიერი და კმაყოფილი თავგადასავლები რითიც დასრულდა, ახალგაზრდებს ამაზე წარმოდგენაც არ ექნებოდათ.



შვებულების ერთ დღეს, როდესაც ლანა სანაპიროს ყვითელ ქვიშაზე ირუჯებოდა, მოულოდნელად ცუდათ გახდა. სასწრაფო მეგობრებმა მალევე გამოიძახეს და ის უმალ გადაიყვანეს ადგილობრივ საავადმყოფოში, თუმცა 16 წლის მოზარდი, რომელიც ჯანმრთელობას არ უჩიოდა და სპორტით იყო დაკავებული, იმ საღამოსვე გულის შეტევით გარდაიცვალა.


image


ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის ეს ნამდვილი შოკი იყო. მეგობრების თქმით ლანას საეჭვო არაფერი მიუღია იმ დღეს, გარდა ენერგეტიკული სასმელებისა, ამიტომ მისმა დედამ Chris Hamann-მა გადაწყვიტა საჯაროდ განეცხადებინა, რომ ენერგეტიკული სასმელები სიკვდილს იწვევს, რადგან მისი სრულიად ჯანმრთელი ქალიშვილი მათ ხშირად მოიხმარდა.


კრის ჰამანას მოსაზრება დაადასტურა ექიმმა-კარდიოლოგმა Jack Wolfson-მა, რომ კოფეინი და შაქარი, რასაც დღევანდელი ენერგეტიკული სასმელები შეიცავს, საგრძნობლად უშლის ხელს გულის ფუნქციონირებას. სამედიცინო ტესტებითაც დადასტურდა, რომ ენერგეტიკული სასმელები არითმიასა და არტერიული წნევის აწევას იწვევენ.


ამით ლანას მშობლებმა კომპენსაცია არ მოითხოვეს გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისგან, უბრალოდ მოგვაწვდინეს ხმა, რომ გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და გადავარჩინოთ ერთმანეთის სიცოცხლე.


image



იხილეთ აგრეთვე:


მან გაზიანი სასმელი იყიდა და ნახეთ რა იყო შიგნით


კბილის პასტაში მომწამვლელ ნივთიერებებს ურევენ!


რატომ არის მავნებელი სოსისი და ძეხვი?


რა სერიოზული საფრთხე შეიძლება შეგვიქმნას ჩვეულებრივმა პურმა?


ეს პროდუქტები მეორე დღეს არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ!


როგორ გარდაქმნის ცივი წყალი თქვენს საკვებს საწამლავად


14 პროდუქტი, რომლებიც ერთად არ უნდა მივირთვად - ჯანმრთელობის ოქროს წესი



8
1454
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1454
  
2017, 18 მაისი, 17:15
ფუუუ ვერ ვიტან
2016, 27 ნოემბერი, 20:29
ისედაც ვერ ვიტანდი, მხოლოდ ერთხელ მაქვს დალეული და არ მომეწონა :)
2016, 27 ნოემბერი, 15:17
:))
2016, 27 ნოემბერი, 12:29
მე მხოლოდ რედ- ბულს ან ეფექტს ვსვავ, ისიც შეიძლება თვეში ერთხელ
2016, 27 ნოემბერი, 12:29
მართალი ხარ ბევრად უფრო უკეთესი და ნატურალური საშუალებაა
2016, 27 ნოემბერი, 12:22
მე იშვიათად ვსვამ, მაგრამ მომიწევს გავითვალისწინო :(
2016, 27 ნოემბერი, 12:22
რავიცი მე ამით ენერგიაზე მოსული კაცი მაინც არ მინახავს და...:D 3 ჭიქა ღვინო და ეგაა ისეთ ენერგიაზე მოგიყვანს რო რავიცი...:D
2016, 27 ნოემბერი, 12:20
დიდი ხანია აღარ ვსვავ
0 1 8