x
მეტი
  • 26.11.2024
  • სტატია:138481
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512126
რა საკვები ამაღლებს გონების ,,ხარისხს''

ადამიანის ტვინი სასარგებლო ნივთიერებების მიწოდებას ითხოვს. არასწორად

შედგენილი რაციონი მის შრომისუნარიანობაზე ცუდ გავლენას ახდენს.რა უნდა ვჭამოთ,

რომ ორგანიზებული ვიყოთ, ინფორმაცია უკეთესად დავიმახსოვროთ და არ გადავიღა-

ლოთ? გაგაცნობთ სასარგებლო პროდუქტების სიას.



1. წყალი- ტვინი მეტად მგრძნობიარეა ტენის ნაკლებობის მიმართ, ვინაიდან 80%

წყლისგან შედგება. დღეში აუცილებელია 1, 5-2 ლიტრი წყალი.


2. ნიგოზი- მასში ცხიმმჟავა ომეგა-3-ის უზარმაზარი რაოდენობაა, რომელიც მეხსი-

ერების გასაუმჯობლესებლად და ყურადღების კონცეტრაციისთვის აუცილებელია.

image


3. B ჯგუფის ვიტამინები- შეუცვლელია გონებრივი შრომისუნარიანობის ასამაღ-

ლებლად. შეიცავს ხორცი, ღვიძლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, რუხი პური.


4. ხორცი- მეტად მნიშვნელოვანი პროდუქტია. დიდი რაოდენობით შეიცავს ცილას,

რომელიც ტვინს კვებავს. ხორცი შეგიძლიათ შეცვალოთ მოხარშული კვერცხით, თევ-

ზით, ხაჭოთი.


5. რკინით მდიდარი პროდუქტები- აუცილებელია გონებრივი საქმიანობის ხარისხის

ასამაღლებლად. შეიცავს წიწიბურა, პარკოსნები, ხორცი, კაკაო, ვაშლი.


6. თუთია- ტვინის ცილების შემადგენელი ელემენტია. ორგანიზმმა ის საკმარისი

რაოდენობით აუცილებლად უნდა მიიღოს. შეიცავს ხორცი, ქაშაყი, მაგარი ყველი.


7. ზღვის კომბოსტო და ზოგიერთი თევზი- ქაშაყი, სკუმბრია, ორაგული, სარდინი

მდიდარია ცხიმმჟავებით, რომლებიც ტვინის მუშაობას ასტიმულირებენ.

imageimage
8. ფინიკი- მასში არსებული ნივთიერება დოფამინი აზროვნების პროცესს ააქტიურებს.


9. გარგარის ჩირი- თავის ტვინის სისხლძარღვებისთვის მასზე სასარგებლო არაფერია.

image

10. ავოკადო- მომატებული გონებრივი დატვირთვის დროს ეხმარება. შეიცავს

მონონაჯერ ცხიმებს, რომლებიც ტვინის ქსოვილებს კვებავს და ამგვარად ნერვული

უჯრედების აქტიურ მუშაობას უზრუნველყოფს.


11. შავი შოკოლადი- კაკაო შეიცავს ბევრ თეობრომინს, ნივთიერებას, რომელიც

ტვინის სისხლძარღვებს ამარაგებს და სისხლით კარგად მომარაგებას ეხმარება. დღეში

1-2 წილაკი საკმარისია.

image


იხილეთ აგრეთვე:


რა მოხდება თუ ალკოჰოლს და ანტიბიოტიკებს შევუთავსებთ ერთმანეთს?

2
704
12-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
704
  
2017, 22 აგვისტო, 10:45
:))) მასეა მასე. ჯერ ახალბედა ხარ გეტყობა :))
რას ნიშნავს 656 ნახვა და 746 გაზიარება? როგორ??
0 1 2