სხვა ამ ტრადიციის მნახველს, ძარღვებში სისხლი გაგეყინებათ! 2016, 27 ნოემბერი, 20:24 დედამიწაზე ძალიან ბევრი უცნაური ტრადიცია არსებობს, რომელსაც ასევე ძალიან ბევრი მიმდევარიც ჰყავს. დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ერთ-ერთ ტომზე, რომელიც პაპუა ახალ გვინეაში არსებობას განაგრძობენ. მათ აქვთ ყველაზე საშინელი ტრადიცია მთელ მსოფლიოში.
პაპუა ახალ გვინეის, მორობეს რეგიონში დასახლებულ მთის ტომებს გააჩნიათ ყველაზე საშინელი ტრადიცია, რომელსაც სახელმწიფო კრძალავს. მიუხედავად აკრძალვისა, ადგილობრივები მაინც იცავენ ამ შოკისმომგვრელ ტრადიციას!
ტრადიციას ჩვენ ენაზე "შებოლილი თევზი"- ჰქვია. გარდაცვლილ მამაკაცს, ქალს თუ ბავშვს არ მარხავენ. პირველ რიგში გამოცდილი მუმიფიცირების ოსტატები, გვამს ფეხებზე, მუხლებსა და იდაყვებზე ჭრილს უკეთებენ, რათა სხეულიდან სითხე გამოდევნონ. ამ პროცესის შემდეგ, ბამბუკის ჯოხების გამოყენებით, ნაწლავებიდან დარჩენილ სითხესაც წვეთ-წვეთად იღებენ.
ორგანიზმიდან გამოდენილი სითხე, გარდაცლილის ახლობლებს გადაეცემათ. ისინი ამ სითხეს მთელ ტანსა და თმებზე ისმევენ. ტრადიციის თანახმად, ამ რიტუალის შესრულების შემდეგ, გარდაცვლილის მთელი ძალა გადაეცემა მათ, ვინც ამ მითითებს ზუსტად შეასრულებს. ყველაზე შოკისმომგვრელი კი ის არის, რომ დარჩენილ სითხეს(ცხიმს) ოჯახურ პირობებში საჭმელის დასამზადებლად იყენებენ!
და ბოლოს... ენა, თვალები და ყურები გარდაცვლილის მეუღლეს რჩება. დარჩენილ სხეულს ტოვებენ ასეთ მდგომარებაში, სანამ არ დაჭკნება!
როგორც ცნობილია, ამ ტრადიციის მიმდევართა რაოდენობა აღემატება 1000 კაცს. სხვადასხვა ტომიდან ადამიანები დღემდე ასრულებენ მსგავს რიტუალებს მალულად, რადგან პაპუა ახალი გვინეის სახელმწიფო კანონით აკრძალულია მსგავსი რიტუალების ჩატარება! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი იხილეთ ასევე: 1 - ცივილიზაციისგან შორს... ყველაზე ნატურალური ტომი მსოფლიოში! 2 - როგორ ხდება "ქალების მონათვლა" და რატომ?! 3 - წითელი ქალების ტომი... ყველაზე მომხიბვლელი ტომი მსოფლიოში 4 - ისინი ყველაზე ველურ გარემოში ცხოვრობენ... უკანასკნელი კანიბალური ტომი მსოფლიოში! 5 - ამ სოფელში მამაკაცების ადგილი არ არის! როგორ ცხოვრობენ მამაკაცების გარეშე ქალები?! 906 11-ს მოსწონს
|