სხვა გმირი ძაღლის დასაპატრონებლად, მან ათასობით კილომეტრი გაიარა..... 2015, 1 სექტემბერი, 0:13 საბერძნეთში, კუნძულ კრეტაში დასასვენებლად ჩასულ ინგლისელ სტუდენტს,
მოულოდნელად ადგილობრივი მძარცველები თავს დაესხნენ. მოვლენა განვითარდა
ღამის საათებში, როდესაც გოგონა მარტოდ სეირნობდა ქუჩაში, გოგონას თქმით,
მათ ასევე მისი გაუპატიურების მცდელობაც ჰქონდათ, მაგრამ ამ მომენტში
სიტუაცია შეიცვალა, როდესაც 25 წლის ჯორჯიას ბრედლის დასახმარებლად ქუჩის მაწანწალა ძაღლი ჩაერია. ძაღლმა ქუჩის მძარცველები დააფრთხო და გოგონას გმირიც გახდა. დაბნეულმა ჯორჯიამ ძაღლს მომენტალურად ყურადღებაც კი ვერ მიაქცია და ძაღლიც ადგილიც გაიქცა, როდესაც გოგონა გონს მოვიდა ძაღლი არ იყო შემთხვევის ადგილზე. მან გადაწყვიტა ძაღლის მოძებნა და ათასობით კილომეტრის გავლა მოუწია ამ მაწანწალა, მაგრამ გმირი ძაღლის მოსაძებნელად. 25 წლის ინგლისელ სტუდენტს, ჯორჯია ბრედლის ძაღლის ლონდონში გადაყვანა ძვირად დაუჯდა. მან ათასობით გირვანქა სტერლინგი გადაიხადა, იმისთვის, რომ ძაღლი ლონდონში წაეყვანა. პირველ რიგში მარტო დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ 3დღის შემდეგ ისევ კუნძულ კრეტაში ჩავიდა ძაღლის წამოსაყვანად, ამ პერიოდში მან მოაგვარა ყველა პრობლემა, რაც ხელს უშლიდა ძაღლის ლონდონში გადაყვანაში. 25 წლის სტუდენტს, ლონდონში მისმა გმირმა დიდი სიურპრიზი გაუკეთა. როგორც გახდა ცნობილი ძაღლი ფეხმძიმედ იყო და ჩასვლიდან 1 კვირაში ჯორჯია ბრედლის 6 ლეკვი დაახვედრა..... კიდევ ერთი ფაქტი, იმისა რომ ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 115 10-ს მოსწონს
|