x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რატომ ყრია ქვები ლიანდაგებზე?
დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანი ყოფილა რკინიგზაზე და უმგზავრია მატარებლით, უკითხია წიგნი მგზავრობისას და დამტკბარა ირგვლივ ხედებით. ალბათ შეგიმჩნევიათ კიდეც ლიანდაგების ირგვლივ დაყრილი ქვებიც და დარწმუნებული ვარ უმეტეს თქვენგანს გასჩენია კითხვა თუ რატომ მაინცდამაინც ქვები და რა როლს ასრულებენ ისინი რელსების გარშემო? ნუთუ საყრდენია, მაგრამ ბეტონი და ასფალტი ხომ უფრო მდგრადია და მყარი, ვიდრე ეს ქვები.


image


სწორედ დღევანდელი სტატიიდან შიტყობთ თუ რა როლს ასრულებს სინამდვილეში ლაიანდაგების გარშემო დაყრილი ქვები, რომელსაც გამომცემლობა «NonBox»–ი გვთავაზობს.


საქმე იმაშია, რომ ქვები ყველაზე ეფექტური და მოსახერხებელი საშუალებაა ლიანდაგების ირგვლივ მდებარე ტერიტორიის შესავსებად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არასტაბილურად გამოიყურება, ეს ქვები არ გადავა რელსებს საზღვრებს იქით და მტკიცედ უჭირავს ისინი. თუმცა მაინც, ამ ქვების უმთავრესი მიზანია ხელი შეუშალოს სარეველა და სხვა მცენარეების აღმოცენებას, რადგან არ მოხდეს ამ მიზეზით გამოწვეული სარკინიგზო ავარიები. (წინააღმდეგ შემთხვევაში ხშირი იქნებოდა სარკინიგზო კატასტროფები) ამიტომ ლიანდაგების ბილიკების მშენებლობის დროს პარალელურ რეჟიმში რელსების გარშემო ყრიან ქვებს, ქვების დაყრის შემდეგ კი გაატარებენ სპეციალურ პატარა მატარებელს, რომელიც ხელს შეუწყობს მათ "დატკეპნას" და სხვადასხვა მიმართულებით აღარ იგორავებენ ქვები. ამჯერად კი ლიანდაგი მზადაა მგზავრობისთვის.



imageimage

3
2208
22-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2208
  
2016, 28 ნოემბერი, 23:11
მეც მაგრად მევასება ეგ სუნი მაგრამ სამწუხაროდ მომწამლავია. ეგრეთ წოდებულ ხის შპალებს რაღაც ნივთიერებით ჟღინთავენ მალე რომ არ დალპეს და ის ნივთიერება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს
2016, 26 ნოემბერი, 11:22
არ გამიკვირდა :)) ყველას მოგვწონს რაღაც სუნი, მე წვიმის სუნი მიყვარს :)
2016, 26 ნოემბერი, 11:18
იცი ..შეიძლება გაგიკვირდეს და სუნი მიყვარს ლიანდაგების..რაღაც სპეციფიკური სუნი დგას ხოლმე რკინის მაზუთის შპალების ერთად არეული
0 1 3