ტექნიკური ნავმა, რომელიც მზის ენერგიაზე იკვებებოდა მსოფლიოს შემოუარა 2012, 7 ივნისი, 22:43 ნავმა, რომელიც მზის ენერგიაზე იკვებებოდა მსოფლიოს შემოუარა და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. მისი ვოიაჟი 2010 წლის სექტემბერში დაიწყო და 19 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მზის ენერგიაზე მომუშავე ნავმა სულ 60 000 კილომეტრი გაიარა და ყველაზე სწრაფად გადაკვეთა ეკვატორი. ნავმა გაიარა 28 ქვეყანა, მათ შორის იყო: მექსიკა, ავსტრალია, სინგაპური და აბუ დაბიში. მოგზაურობა დაიგეგმა 9 წლის წინ, შვეიცარიელ რაფაელ დომჯანის მიერ. რაფაელი პირად ინტერვიუში აცხადებს "ჩვენ ყველაფერი უნდა გამოვიყენეთ, ჩვენს ხელთ არსებული ცოდნა, ტექნოლოგიები, ფინანსები და სხვა. რათა დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან." 46 1-ს მოსწონს
|