სხვა ლამაზი სადღეგრძელოები (ქართული სუფრისთვის) 2012, 7 ივნისი, 16:15 მოდით ამ ჭიქით ხავსმოკიდებულ ეკლესიას, ამ ეკლესიაში დანთებულ სანთელს, ამ სანთლის წინ დაღვრილ ცრემლებს და ამ ცრემლებში განდობილ, საიდუმლოს გაუმარჯოს. --------------------------------------- მოდით იმ მეგობარს გაუმარჯოს, პირველ ცრემლს რომ შეამჩნევს, მეორეს დაიჭერს და მესამეს შეაჩერებს --------------------------------------- ეს გაუმარჯოს ცაში ღმერთს, მთაში სალოცავს, მიწაზე ჩვენ და მიწის ქვეშ ჩვენ წინაპრებს!! ----------------------------------------------------------------- ეს იმ კაცს გაუმარჯოს რომელიც ძმობაში დაიშვება და ოჯახში შეიშვება ----------------------------------------------------------------- ეს გაუმარჯოს კლდეში გამოკვეთილ ხავსიან კედელს, ამ კედელზე დანთებულ წყვილ სანთელს, იმ სანთელზე დაღვრილ ცრემლებს და იმ ცრემლებში ჩაქსოვილ ნაღველს ----------------------------------------------------------------- “მე, მინდა იმ უმშვენიერესი არსების სადღეგრძელო შევსვა, რომლის წინაშეც ჩვენ მუდამ ვალში ვართ და ვიქნებით. ქალი სუსტია, დედა ძლიერიო-ამბობს ხალხური სიბრძნე. ერის მომავალიც ხომ დედების ხელშია?, მაშ, მოდით დედებს გაუმარჯოთ!’’ ----------------------------------------------------------------- დედამ შთხოვა მის შვილს, “შვილო, ამიერიდან რამდენ ცუდ საქციელს (ცოდვას) ჩაიდენ.. იმდენი ლურსმანი მიაჭედე იმ დიდ მუხასო.. შვილმაც დაუჯერა და ასე მოიქცა… დროთა განმავლობაში გამრავლდა ეს ლურსმები მუხის ხეზე.. დედა დანაღვლიანდა, ამის შემხედვარე შვილიც მიხვდა თავის დანაშაულს.. ახლა დედამ უთხრა, რამდენ კარგ საქციელსაც ჩაიდენ იმდენი ლურსმანი უკან ამოაძრე ხიდანო… რამოდენიმე ხნის შემდეგ შვილმა თავისი კეთილი ქმედებებით ყველა ლურსმანი ამოიღო… და როცა განთავისუფლდა მუხის ხე… მას დიდი ნაიარევი დარჩა… მოდით ბიჭებო ისე გვეცხოვროს რომ დედის გულზე ერთი ნაიარევიც არ გაგვეჩინოს. ------------------------------------------------------------------ დედა დავლოცოთ, დავულოცოთ სიცოცხლის დღენი, რომ კიდევ ზარდოს ვაჟკაცები ქართველი ერის, ქართული ენა ვადღეგრძელოთ, ძმობა ქართული, აროდეს გახდეს ჩვენი ჯილაგი ურჩი, თათრული. 19364 5-ს მოსწონს
|