x
image
beko777
რეპორტაჟი "ივერიელი" ვახო ტატიშვილის 75 წლის იუბილედან (ქართული ქეიფი)
image23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, ლეგენდარული ქართული ანსამბლის, არანაკლებ ლეგენდარულ წევრს ვახო ტატიშვილს დაბადებიდან 75 წელი შეუსრლდა და ეს მრგვალი თარიღი, ამჯერად ვიწრო სამეგობრო წრეში აღნიშნა, ნამდვილ ქართულ სუფრაზე, სადაც თამადობა ყველაზე დემოკრატიული წესით - კენჭისყრით ანსამბლ "ვია 75"-ს სოლისტს ბესო კალანდაძეს მოუწია, რომელმაც შესანიშნავად დაიწყო და დაამთავრა ქართული სუფრა...


ჯემალ და გია ბაღაშვილები, ნუგზარ კვაშალი, თემურ წიკლაური, ზურა დოიჯაშვილი, ზურა ვადაჭკორია, ზურა კობეშავიძე, ნუგზარ ერგემლიძე, ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე, ბიზნესმენი ვასო ბოლაშვილი და სხვანი და სხვანი, დაახლოებით 30 ადამიანი ესწრებოდა ვიწრო წრის სუფრას, რომელმაც ტრადიციულ ქართულ ფორმატში ჩაიარა - არავითარი ბოცებით ღვინის სმა და თრობა, არავითარი აყალ-მაყალი და მხოლოდ ლამაზი ქართული სიმღრები, ლამაზი მოგონებები და ლამაზი ისტორიები.


თავად იუბილარმა, როცა ტორტი შემოუტანეს და მისი ჩაქრობა სთხოვეს - ეს, რა არის 75 რატომ წერიაო, ადგა ციფრები გადაადგილა რიცხვში და 75 შეცვალა 57-თ.. მე 57 წლის გავხდი და არა 75-სო... იმღერა, რამდენიმე ნომერიც შეასრულა და თავის მეგობრებთან ერთად (რომელთა შორის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ მამაკაცები იყვნენ) გვარიანადაც მოილხინა


- გული მწყდება, რომ დღევანდელ პატარა სუფრას ბევრი ჩემი მეგობარი ვერ ესწრება მიზეზების გამოო, - და მათაც სახალხო მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისა და მეგობრობისთვის.


image

image

image

image

image

image

image

image


0
473
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
473
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0