ქალი და მამაკაცი საცურაო კოსტუმი ამ სეზონისთვის 2012, 7 ივნისი, 22:13 ზაფხული ახლოვდება და გოგონები უკვე იწყებენ ფიქრს შვებულებაზე.. ზღვაზე, გარუჯულ კანზე და რაც მთავარია, ლამაზ საცურაო კოსტუმზე. როგორი ფორმის, ფერის და მასალი საცურაო კოსტუმს ენიჭება უპირატესობა წლევანდელი სეზონისთვის? პირველ რიგში, არჩევანი შეაჩერეთ ღია ნათელ ფერებზე. წელს, პლაჟზე ყველამ უნდა შეგამჩნიოთ! შავი და მუქი ფერები, წელს აქტუალური არ არის. ზედმეტად ღია ტრუსი წელს შედარებით მაღალმა წელმა შეცვალა. მაქმანები და გაფორმებები (30 იანი წლების სტილი), წელს განსაკუთრებით მოდურია. ზედა ნაწილის ორიგინალური ნასკვები, ბალთები და ლითონის დეტალები, წლევანდელ სეზონს მრავალფეროვანს გახდის. ქვედაბოლოს სტილის ტრუსები, ნახატებით ან სადა ფერის (ღია ფერის) წელსაც მოდურია. არჩევანის დიდი თავისუფლება გაქვთ. აირჩიეთ ნათელი, მხიარული ფერები, გაითვალისწინეთ თქვენი აღნაგობა და თქვენი სილამაზე შეუმჩნეველი არავის დარჩება. 93 1-ს მოსწონს
|