ბოლო დროს, ჩემი მისამართით გახშირდა ფრაზები: “უკვე დრო გაქვს”, “გიგვიანდება”, “რაღას ელოდები?” “როდის აპირებ?” “არ თხოვდები?”
ჩემი პასუხი ყოველთვის ერთიდაიგივეა: “ჯერ არა.” (თუმცა გულში ბევრად გრძელ წინადედაბას ვამბობ ხოლმე.)
ბოლო კითხვაზე განსაკუთრებულად ვრეაგირებ, იმიტომ რომ, მის შინაარს ვერ ვიგებ…
არასოდეს მდომებია გათხოვება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ადამიანი ვარ და არა ნივთი! თუმცა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ საზოგადოებრივ “დოგმას” ვერსად წაუხვალ: გოგო უნდა ‘’გათხოვდეს” და მორჩა!
შიშით არათითზე (თუნდაც შუაზე) ბეჭედი ვერ გამიკეთებია, მაშინვე “ჩემი ბედით დაინტერესებული” ადამიანების ყურადღებას ვიპყრობ და კითხვების ახალი ნაკადი მოდის.
მეც თითქოს ვალდებულება დაკისრებული, მოთმინებითა და კორექტული ახსნა-განმარტებით ვაკმაყოფილებ მათ უზომო ცნობისმოყვარეობას.
არადა ვინ დამაკისრა ეს ვალდებულება კაცმა არ იცის…
დიდი ხანია გავაცნობიერე, რომ მეც და ბევრი ჩემნაირი იმ მახინჯი საზოგადოებრივი აზრის მსხვერპლნი ვართ, რომლის მიხედვითაც 25 წლის შემდეგ ნებისმიერი გოგო და ბიჭი უკვე “ჩამოწერილია!”
არადა, არ მსურს ნივთად ყოფნა!
დიახ, არ მინდა გათხოვება! იმიტომ რომ დაქორწინებას ვაპირებ, ოჯახის შექმნას ვაპირებ! ცოლობას ვაპირებ! დედობას ვაპირებ!
ამ ყველაფერთან კი სიტყვა “გათხოვება” არანაირ კავშირშია!
ასევე იხილეთ:ჩემი ქმარი ანუ არავინ