x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138420
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
2016 წლის ყველაზე საშიში ტექნოლოგიები
ზოგიერთებს შესაძლოა კუდიანების, ზომბების და ვამპირების ეშინია, თუმცა რეალურად სულ სხვა რამეა საშიში:რობოტმა შეიძლება პირდაპირ ქუჩაში მოგკლას, უპილოტომ მიგაჭყლიტოს ან კიდევ მობილური ჯიბეში აგიფეთქდეს.პორტალმა ZDNet-მა შეადგინა წლის ყველაზე სახიფათო ტექნოლოგიების რეიტინგი.


ინტერნეტის პარალიზება-მთელი ინტერნეტი გატეხვის საშიშროების წინაა, ავიღოთ თუნდაც ამასწინდელი DDoS-შეტევა, რომელშიც 1, 5 მილიონი მოწყობილობა მონაწილეობდა.


კიბერუსაფრთხოების ექსპერტის ბრიუს შნეიერის განცხადებით ჰაკერები უკვე ორი წელია კომპანიის დაცვის მექანიზმებს სწვალობენ, რომელიც ინტერნეტის მუშაობას უზრუნველყოფს.

image




ავტოპილტის ავარიები-მომავლის ავტომობილებში სულ უფრო ნაკლებია მძღოლის ფუნქციები და უფრო მეტი დატვირთვა აქვს კომპიუტერს, უკვე მოხდა შემთხვევა, როდესაც ვერც მძღოლმა და ვერცTesla Model S-ის ავტოპილტომა ვერ შეამჩნია სატვირთო და შეასკდა, რის შედეგადაც 40 წლის ჯოშუა ბრაუნი გარდაიცვალა.


image


პოლიციის რობოტმა პირველი მკვლელობა ჩაიდინა-დალასის პოლიციამ დამნაშავის გასანადგურებლად პირველად გამოიყენა რობოტი-ამაფეთქებელი, სნაიპერის წინააღმდეგ, რომელიც პოლიციელებს ესროდა.

image

ტელეფონი, რომელიც ფეთქდება-წელს ნამდვილი რეკორდი დაამყარა უახლესმა Samsung Note 7-მა, ტელეფონი რომელიც აფეთქდა ავტომობილში, სახლში და თვითმფრინავშიც.


კომპანიამ გამოცვალა ბატარიები, თუმცა სმარტფონები მაინც განაგრძობს აფეთქებას, კომპანიას ჯერჯეობით წარმოდგენა არა აქვს რატომ ხდება ასე.


image


ვირტუალური დამხმარეს ბუნტი-Siri, Cortana, Alexa, Google Assistant —ყველა ეს საჭირო და ჭკვიანი მოწყობილობა ერთ დღესაც შეიძლება გატეხონ და ამის შემდეგ დაიწყებს შენს დაზვერვას, ჩაიწერს ყველა შენს საუბარს, უბრალოდ შეაგროვებს შენზე ინფორმაციას ყოველგვარი სამთავრობო უწყების ბრძანების გარეშე.


image

0
143
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0