ტექნოლოგიური სიახლეები Kuppersberg-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანის თანამედროვე ფუნქციები: რატომ უნდა შეარჩიოთ ის თქვენი სამზარეულოსათვის 27 მაისი, 16:14 ![]() თანამედროვე ადამიანი ჭურჭლის სარეცხი მანქანისგან მხოლოდ ჭურჭლის სისუფთავეს აღარ მოელის. მისთვის მნიშვნელოვანია ენერგიისა და წყლის ეკონომიური მოხმარება, მოწყობილობის ჩუმი მუშაობა და, რაღა თქმა უნდა, ერგონომიულობა, რომელიც ყოველი გამოყენებისას იგრძნობა. გერმანული ბრენდის, Kuppersberg-ის სამზარეულოს ტექნიკაში, მათ შორის ჭურჭლის სარეცხ მანქანებში, ყველა ის მოთხოვნაა გათვალისწინებული, რომელიც თანამედროვე ბაზარზე არსებობს. ამის ნათელი მაგალითია ავტომატური პროგრამები, რომლებიც სპეციალური სენსორების წყალობით, ჭურჭლის დაბინძურების ხარისხს განსაზღვრავს და რეცხვის ოპტიმალურ პარამეტრებს არჩევს. ეს ნიშნავს, რომ მანქანა ზუსტად იმდენ რესურსს ხარჯავს, რამდენიც უნაკლოდ სუფთა ჭურჭლის მისაღებადაა საჭირო. დიდი ოჯახისთვის ან ხშირი სტუმრიანობის მოყვარულთათვის ნამდვილი აღმოჩენაა შუა კალათის სიმაღლის რეგულირების მექანიზმი. ეს, ერთი შეხედვით, მარტივი დეტალი საოცრად აადვილებს სხვადასხვა ზომის ჭურჭლის – იქნება ეს მოზრდილი ქვაბები, ტაფები თუ მაღალფეხიანი ბოკლები – ერთდროულად, მოხერხებულად განთავსებასა და რეცხვას. სივრცის ასეთი ოპტიმალური გამოყენება რეცხვის პროცესს ბევრად ეფექტურს ხდის. Kuppersberg-ის ჭურჭლის სარეცხ მანქანებში ინტეგრირებულია ისეთი ფუნქცია, როგორიცაა კარის ავტომატურად გაღების სისტემა. რეცხვის ციკლის დასრულებისთანავე, მანქანის კარი ოდნავ იღება, ჭურჭელი კი ბუნებრივად შრება. ამ დროს მოწყობილობიდან გამოდის ზედმეტი ორთქლი, რაც მინაზე ლაქების გაჩენის ალბათობას ამცირებს და ზოგავს იმ ენერგიას, რომელიც სპეციალურად გაშრობის რეჟიმისათვის დაგჭირდებოდათ. ცხოვრების თანამედროვე რიტმიდან გამომდინარე, დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია. სწორედ ამიტომ, Kuppersberg-ის მოდელებში გათვალისწინებულია სწრაფი რეცხვის პროგრამები. ეს ფუნქცია შეუცვლელია მაშინ, როდესაც მცირე რაოდენობის, არც ისე ძლიერ დაბინძურებული ჭურჭლის უმოკლეს დროში გარეცხვაა საჭირო. მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული დეტალები ბრენდის სავიზიტო ბარათია. ჩასაშენებელი მოდელებისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია ე.წ. სხივი იატაკზე. ეს არის სინათლის ინდიკატორი, რომელიც იატაკზე პროეცირებით რეცხვის პროცესის მიმდინარეობასა და დასრულებას გამცნობთ. ზოგიერთ მოდელში არსებული შიდა განათება კი ჭურჭლის ჩატვირთვა-გამოღებას ბევრად აადვილებს. ყოველივე ზემოთქმულს ემატება ინვენტორული ძრავის უპირატესობები: მუშაობისას საგრძნობლად დაბალი ხმაურის დონე, ენერგიის ეფექტური მოხმარება და, რაც მთავარია, მოწყობილობის საიმედოობა და ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა. Kuppersberg-ი დიდ ყურადღებას უთმობს ენერგოეფექტურობას, რისი დასტურიცაა A+++ კლასის მოდელების არსებობა. ეს კი არა მხოლოდ კომუნალურ გადასახადებზე აისახება დადებითად, არამედ გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარებასაც უწყობს ხელს. ამრიგად, Kuppersberg-ის ჭურჭლის სარეცხი მანქანა არ არის უბრალოდ ტექნიკა. ეს არის მოწყობილობა, რომელიც აერთიანებს გერმანულ ხარისხს, ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მომხმარებლის საჭიროებებს მაქსიმალურად ერგება. თუ დაიღალეთ ხმაურიანი და არაეფექტური ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენებით, ეწვიეთ გერმანულ ბრენდ Kuppersberg-ს და შეარჩიეთ მოდელი, რომელიც ინვენტორულ ძრავასთან, რეცხვის მრავალფეროვან რეჟიმებსა და ენერგოეფექტურობასთან ერთად, დიზაინითაც გამორჩეულია. (R) 18 1-ს მოსწონს
|