x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
პოროშენკომ გასცა ბრძანება სააკაშვილს ჩამოართვან მოქალაქეობა და გააძევონ ქვეყნიდან
imageოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ უკრიანის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, რომ ჩამოერთვას მას მოქალაქეობა.


ოდესის ყოფილი გუბერნატორის განცხადებით უკრაინის პრეზიდენტთან დაახლოებული პირებმა მისსავე ფრაქციიდან მიიღეს დავალება, იზრუნონ იმაზე, რომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვას მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მას 2015 წელს მიენიჭა.


ამის შემდეგ უკრაინის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს საქართველოს გადასცემს.


როგორც სააკაშვილი საკუთარ Facebook-ის გვერდზე განმარტავს, მისი მოქალაქეობის ჩამორთმევაზე კურირებენ დეპუტატი კონონენკო და გრანოვსკი, რომლებიც მანამდე იმაზე ზრუნავდნენ, რომ თანამდებობა დაეტოვებინათ მას და საგარეო რეფორმატორებს, ამასთანავე ჩართულები იყვნენ იმაში, რომ დაეთრგუნათ თვითონ რეფორმები.


image

პოროშემკოს ბრძანებით რადას დეპუტატები მოითხოვენ მისი მოქალაქეობის ანულირებას, რის შემდეგაც მას აღარ შეეძლება განაგრძოს პოლიტიკური მოღვაწეობა უკრაინაში.


"ძალიან ვწუხვარ, რომ პრეზიდენტი არა მარტო სარგებლობს ამ აშკარად თაღლითური ბანდის მომსახურეობით, არამედ უსმენს მათ რჩევებს."-აღნიშნავს სააკაშვილი.


უფრო ადრე დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან ვადიმ რაბიონოვიჩი გამოვიდა ინიციატივით, რომ არა მარტო ჩამოერთვათ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობა და გადაეცათ იგი ქართული მხარისათვის, არამედ აღძრულიყო მასზე სისხლის სამართლის საქმეც.



0
1299
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0