ამერიკელი ქალი, რომელიც ფეხმძიმედ იყო ხელმეორედ დაფეხმძიმდა რაც მსოფლიოში მეთერთმეტე შემთხვევაა
ამერიკელი ქალი უკვე ფეხმძიმედ მყოფი დაფეხმძიმდა, რაც მსოფლიოში მეთერთმეტე შემთხვევაა.
როგორც პორტალი «ЕвроСМИ» იტყობინება 33 წლის ჯულია გროვენბურგი გახდა მედიცინის ისტორიაში მეთერთმეტე ქალი რომელსაც მშობიარობიდან ერთი თვის მერე მეორედ იმშობიარა.
ჯულიას განმარტებით მას და მის მეუღლეს 3 წლის მანძილზე არ უჩნდებოდათ შვილი და უკვე აპირებდნენ ბავშვი ეშვილებინათ, თუმცა მორიგმა ულტრაბგერითმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ჯულია ფეხმძიმედ იყო.
ექიმების განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა როცა დაინახეს, რომ ფეხმძიმე ქალის სხეულში ორი ნაყოფი იყო, მაგრამ არა ტყუპები არამედ განსხვავებული ასაკის და განვითარების. გამოკვლევამ დაადასტურა ორივე ნაყოფის კარგი განვითარება რაც ნამდვილი შოკი აღმოჩნდა ჯულიას ექიმებისათვის, რადგან არცერი მათგანი მსგავსი ფაქტის წინ არ მდგარა.
როგორც აღმოჩნდა ჯულიას შემთხვევაში საქმე ჰქონდათ ძალზე იშვიათ შემთხვევასთან, როდესაც ფეხმძიმე ქალი ხელმეორედ ფეხმძიმდება. ჯულია აღმოჩნდა მსოფლიოში დარეგისტრირებული მსგავსი შემთხვევებიდან მეთერთმეტე.
ჯულიას გაუკეთდა საკეისრო კვეთა, ჯერ შეეძინა გოგონა, ხოლო ერთი თვის შემდეგ კი ასევე ჯანმრთელი ბიჭუნა ისევ საკეისრო კვეთით.