რჩევები როგორ დავიცვათ ფეხსაცმელი მარილის ლაქებისგან ზამთარში - ეს უნდა ვიცოდეთ! 2016, 16 ნოემბერი, 14:27 ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ ზზამთარში, ტოვლსა და თოვლჭყაპში სიარულის შემდეგ, როცა ფეხსაცმელი შრება მასზე თეთრი ნადები რჩება. რატომ ხდება ასე? ყველამ ვიცით, რომ ზამთარში, თოვლის დროს, კომუნალური სამსახურების მიერ ქალაქის ქუჩებში იყრება მარილი, რა ხელს უწყობს თოვლის საფარის სწრაფად გალღობას და ტრავმების შემცირებას. შედეგად მიიღება თოვლჭყაპი, რომელიც ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებასაც აფერხებს და ფეხსაცმელზეც უსამოვნო ნაკვალევს ტოვებს. მარილი ჯდება ნებისმიერ ბუნებრივ მასალაში. გაშრობის შემდეგ კი არაესთეტიკური კვალი რჩება, რომლის ამოყვანა საკმაოდ ძნელია, განსაკუთრებით ე.წ. ზამშის ფეხსაცმელებზე. ქვემოთ გიამბობთ, როგორ შეგიძლიათ ამოიყვანოთ მარილის ნაკვალევი ფეხსაცმელიდან. როგორ მოვაშოროთ ფეხსაცმელს მარილის ლაქები 1. სახლში მისვლისთანავე გარეცხეთ ტყავის ფეხსაცმელი თბილი, მაგრამ არა ცხელი(!) წყლით. შემდეგ, იმ ადგილებზე, სადაც მარილის ლაქები ატყვია, შემოახვიეთ ქაღალდის ხელსახოცი ან ტუალეტის ქაღალდი და დადეთ ფეხსაცმელი გასაშრობად. მარილი გარეთ გამოვა და ქაღალდში შეიწოვება. გამშრალ ფეხსაცმელს წაუსვი საბავშვო კრემი. 2. ტყავის ფეხსაცმლიდან მარილის ლაქების ამოყვანაში დაგეხმარებათ 9%-იანი ძმრის ხსნარი. განაზავეთ ძმარი წყალთან პროპორციით 3 : 1 და დაბინძურებული ადგილები გაწმინდეთ ამ ნაზავით. 3. აბუსალათინის ზეთი - პოპულარული ხალხური საშუალებაა მარილის ლაექბთან საბროლველად. გაწმენდილი და გამშრალი ფეხსაცმელი რბილი ნაჭრით აბუსალათინის ზეთით დაამუშავეთ. თუ ტეთრი ლაქები არ გაქრა, პროედურა გაიმეორეთ. შემდეგ, ტუ საქმე ეხება ზამშის, მშრალი ჩოთქით "დავარცხნეთ". 4. ზამშის ფეხსაცმელი, მართალია უფრო ეფექტურად გამოიყურება, მაგრამ მისი მოვლაც გაცილები რთულია. ამ მასალისგან წარმოებული ფეხსაცმლის გასაწმენდად, აადუღეთ ქვაბში წყალი და ფეხსაცმელი ცოტა ხნით ორთქლზე გააჩერეთ. 5. ზამშისა და ნუბუკის ფეხსაცმლის გასაწმენდად კი შემდეგი საშუალება გამოგადგებათ: შეურიეთ 1 ს.კ. ნიშადურის სპირტი და 1 ჭ. თბილის წყალი. მიღებული ნარევით გაჟღინთეთ ღრუბელი და გაწმინდეთ დაბინძურებული ადგილი. როცა ზედაპირი გაშრება, ფეხსაცმელი დაამუშავეთ ზამშისათვის განკუთვნილი სპეციალური რეზინის ჩოთქით. მარილის ლაქების გაქრობის შემდეგ, გადადით ბმულზე და გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ ფეხსაცმელი წყალგაუმტარი გახადოთ მარტივი მეთოდის საშუალებით. იხილეთ ასევე: 1. როგორ გავხადოთ ფეხსაცმელი წყალგაუმტარი - მარტივი მეთოდი 2. როგორ არ უნდა ჩავიცვათ ზამთარში - 10 პოპულარული რამ, რაც უმჯობესია დავივიწყოთ! 3. როგორ გავრცეხოთ სწორად "დუტის" ქურთუკი - ეს ბევრმა არ იცის! 4. როგორ განვასხვავოთ ნამდვილი ტყავი ხელოვნურისგან მაღაზიაშივე (!) 7118 12-ს მოსწონს 1-ს არა
|