x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
რძეში მოხარშული ნიორი უამრავი დაავადებისგან გიხსნით!
image

ნივრიანი რძე-უძველესი ხალხური სამკურნალო საშუალებაა, რომელიც მრავალი დაავადებისგან დაგიცავთ. ცნობილია, რომ ნიორი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. სპეციფიკური სუნისა და გემოს გამო მას ყოველდღიურად ვერ გამოიყენებ და როგორც ჩანს, სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტეს თავდაპირველად მისი რძეში მოხარშვა. შედეგად კი შესანიშნავი წამალი მიიღეს, რომელიც ორგანიზმს ეხმარება გაუმკლავდეს მრავალ დაავადებას.

რძეში მოხარშული ნიორი არა მხოლოდ გაციების დროს გამოიყენება, როგორც ეს ჩვეულებრივ არის მიღებული, არამედ სხვა მრავალ დაავადებასაც კურნავს.


ნივრიანი რძის სასარგებლო თვისებები:



1. ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას;

2.სასარგებლოა ღვიძლისთვის, რადგან ნიორი შეიცავს დიდი რაოდენობით გოგირდს, რომელიც ეხმარება ღვიძლის გაწმენდას და ორგანიზმის დეტოქსიკაციას;

3.ამცირებს ანთებას და ტკივილს ართრიტის დროს;

4.ნიორი აწესრიგებს ნერვული სისტემის მუშაობას და გაგანთავისუფლებთ უძილობისგან;

5. დაუმატეთ ნივრიან რძეში მცირეოდენი კურკუმის ფხვნილი და თქვენ შესანიშნავ ამოსახველებელ საშუალებას მიიღებთ;

6. მოხარშული ნიორი კურნავს უნაყოფობას, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში. რძე ნივრით ხალხური სამკურნალო საშუალებაა იმპოტენციისთვის.


ინგრედიენტები:


500 მლ. რძე;

10 კბილი ნიორი;

2 ჩაის კოვზი შაქარი;

250 მლ. წყალი.


მომზადების წესი:


გავასუფთაოთ და დავაქუცმაცოთ ნიორი. წყალი რძესთან ერთად შემოვდგათ გაზქურაზე, ადუღების შემდეგ დავამატოთ ნიორი, დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში და პერიოდულად ვურიოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ შაქარი.


ნივრიანი რძის ნახარში უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ კვებისგან დამოუკიდებლად.


უკუჩვენებები:


ნახარში არ უნდა მიიღოთ დიაბეტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადებების და დაბალი წნევის დროს. ასევე არ არის რეკომენდირებული ძუძუთი კვების დროს.imageimage
იხილეთ ასევე:

შეუთავსებელი პროდუქტები-რა უნდა გავითვალისწინოთ კვების დროს.

ბანანის ცხიმისმწველი კოქტეილი. შედეგი გაგაოცებთ!

თქვენ ამის შემდეგ აღარ გადაყრით ლიმონის ცედრას!

0
3024
4-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
3024
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0