მსოფლიო ცნობილი გახდა დეტალები სატელეფონო საუბრისა პუტინსა და ტრამპს შორის 2016, 15 ნოემბერი, 23:01 შედგა სატელეფონო საუბარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ამერიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს შორის. ვლადიმერ პუტინმა მიულოცა დონალდ ტრამპს გამაჯვება და წარმატებები უსურვა საარჩევნო პროგრამის რეალიზებაში. თანამოსაუბრეებმა გამოხატეს უკმაყოფილება რუსეთ-ამერიკის ამჟამინდელი მდგომარეობით და ურთიერთობებით. მათ დააფიქსირეს ნება, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება. პუტინმა და ტრამპმა ხაზი გაუსვეს აუცილებლობას, რათა ორმხრივი ურთიერთობების გზით მოხდეს სავაჭრო-ეკონომიკური კომპონენტის განვითარება. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა დიალოგისა თანასწორობის, ურთიერთ პატივისცემისა და ურთიერთობებში ჩაურევლობის შესახებ. საუბრის მსვლელობისას მიღწეული იქნა ასევე, შეთანხმება სატელეფონო საუბრების გაგრძელებაზე და პერსპექტივაში-პირად შეხვედრაზე. 1004 5-ს მოსწონს
|